შერმადინმა ბელგრადში თამაში 8 წუთში დაასრულა

შერმადინმა ბელგრადში თამაში 8 წუთში დაასრულა

მოედნიდან პერსონალურების გამო გავარდნის რეკორდი ჩვენს ლეგიონერთა შორის ვიქტორ სანიკიძეს ეკუთვნის, რომელმაც გასულ სეზონში იტალიის სერია A–ს მატჩში 6 წუთში 5 ჯარიმა მიიღო. ამ შედეგს დღეს ლიუბლიანის „ოლიმპიაში“ მოთამაშე გიორგი შერმადინი მიუახლოვდა, თუმცა „გაუმჯობესება“ ვერ შესძლო.
 
„ოლიმპია“ ბელგრადში „ცრვენა ზვეზდას“ შეხვდა და უიმედოდ – 70:92 წააგო. ლიბლიანელთა ქართველმა ცენტრმა მოედანზე გატარებულ რვაწუთნახევარში 5 პერსონალური მიიღო და მოედნიდან გავარდა. ამ დროში შერმადინმა 4 ქულის, 3 მოხსნის და 1 დაფარების მითვლა მოასწრო. გიორგიმ ორიდან ორივე ორქულიანი ზუსტად ესროლა.
 
საქართველოს ნაკრების მეორე წევრმა ვლადიმერ ბოისამ 17,30 წუთი ითამაშა და 2 ქულას, 1 მოხსნას, 2 პასს და 1 ჩაჭრას დასჯერდა. ოლიმპიელთაგან საუკეთესო ამერიკელი კენდრიკ გრეგორი იყო 15 ქულით.
 
ლიუბლიანელებს 16 მოგება და 9 მარცხი მოუგროვდათ და მე-3 ადგილზე იმყოფებიან, მათ წინ კი 17-17 გამარჯვებით სერბული ”პარტიზანი” და სლოვენიური ”კრკა” იმყოფებიან.