ესპანეთის ლიგაში რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. გიორგი შერმადინის ტენერიფემ ბოლო ტურში სარაგსას უმასპინძლა და დამაჯერებლად – 92:69 სძლია. დიდი შესვენებისთვის კანარის კუნძულელები 8 ქულით აგებდნენ, მაგრამ მეორეში თავისი თამაში იპოვეს და საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვეს.
შერმადინმა 23:46 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 19-ს გაუტოლდა, ასეთი მაჩვენებელი კი მის თანაგუნდელთა შორის მხოლოდ მარსელო უერტასს ჰქონდა. შესაბამისად, MVP-ის ტიტულიც ამ მოთამაშეებზე გაიყო.
ლენოვო ტენერიფემ რეგულარული სეზონი 24 მოგებით და 10 წაგებით მე-4 ადგილზე დაასრულა, შედეგად პლეი ოფში, მეოთხედფინალურ სტადიაზე მალაგას უნიკახას შეხვდება. რაც შეეხება თად მაკფადენისა და რატი ანდრონიკაშვილის მურსიას, რომელმაც რეგულარული ცხრილში მე-9 ადგილას გავიდა, პლეი ოფში ვერ მოხვდა.