შერმადინმა ესპანეთის რეგულარული ჩემპიონატი 15 ქულით და სარაგოსას ძლევით დაასრულა

შერმადინმა ესპანეთის რეგულარული ჩემპიონატი 15 ქულით და სარაგოსას ძლევით დაასრულა

ესპანეთის ლიგაში რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. გიორგი შერმადინის ტენერიფემ ბოლო ტურში სარაგსას უმასპინძლა და დამაჯერებლად – 92:69 სძლია. დიდი შესვენებისთვის კანარის კუნძულელები 8 ქულით აგებდნენ, მაგრამ მეორეში თავისი თამაში იპოვეს და საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვეს.

შერმადინმა 23:46 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 19-ს გაუტოლდაასეთი მაჩვენებელი კი მის თანაგუნდელთა შორის მხოლოდ მარსელო უერტასს ჰქონდა. შესაბამისად, MVP-ის ტიტულიც ამ მოთამაშეებზე გაიყო.

ლენოვო ტენერიფემ რეგულარული სეზონი 24 მოგებით და 10 წაგებით მე-4 ადგილზე დაასრულა, შედეგად პლეი ოფში, მეოთხედფინალურ სტადიაზე მალაგას უნიკახას შეხვდება.  რაც შეეხება თად მაკფადენისა და რატი ანდრონიკაშვილის მურსიას, რომელმაც რეგულარული ცხრილში მე-9 ადგილას გავიდა, პლეი ოფში ვერ მოხვდა.