შერმადინმა პანათინაიკოსის წინააღმდეგ 5 წუთი ითამაშა

საბერძნეთის მთავარი დერბის გამარჯვებული გიორგი შერმადინის გუნდი გახდა. „ოლიმპიაკოსმა“ ჩემპიონატის მორიგ ტურში „პანათინაიკოსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 72:67 დაამარცხა.
 
ქართველმა ცენტრმა მხოლოდ 5 წუთი ითამაშა. შერმადინი მოედანზე ორჯერ გავიდა, თუმცა დასამახსოვრებელი ვერაფერი გაუკეთებია. ქართველმა ცენტრმა 1 ორქულიანი ააცილა, 2 საჯარიმო კი – ჩააგდო. საბოლოოდ შერმადინმა 2 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა.
 
ოლიმპიაკოსელთაგან საუკეთესო გიორგის პრინტეზისი გახლდათ, რომელმაც 11 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. 12 ქულა მიივალა ამერიკელმა ალის ლოუმ, ვასილის სპანულისმა კი თავი 4 ქულას და 7 პასს მოუყარა.
 
14 გამარჯვებითა და 1 მარცხით „ოლიმპიაკოსი“ ცხრილის სათავეშია. მომდევნო ტურის მატჩში, 9 თებერვალს, შერმადინის გუნდი „იკაროსს“ დაუპირისპირდება.