შერმადინმა ყოფილ გუნდს მოუგო და თან დაუმტკიცა

შერმადინმა ყოფილ გუნდს მოუგო და თან დაუმტკიცა

გიორგი შერმადინმა თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ სტუმრად, თელ ავივში ითამაშა და თავისი ახალი კლუბის, „ოლიმპიაკოსის“ შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რაც ყველაზე მთავარია, ბერძნულმა გუნდმა „მაკაბი“ დაამარცხა და ქართველმა ფორვარდმა თელ ავივის დარბაზი თავაწეულმა დატოვა. დაძაბული და უშეღავათო ბრძოლა პირეოსელებმა 78:77 მოიგეს.
 
შერმადინმა მიმდინარე ევროლიგა „მაკაბიში“ დაიწყო, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით ქართველმა ფორვარდმა გუნდი დატოვა. შერმადინი ბერძნულ „ოლიმპიაკოსში“ გადავიდა და დღეს თავის ყოფილი კლუბ „მაკაბის“ წინააღმდეგ ითამაშა. ქართველი ცენტრი მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა. გიორგიმ 20,22 წუთში 9 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 8-დან 4 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 19 შეადგინა, რაც ერთით ნაკლებია მატჩის საუკეთესო ვასილის სპანულისზე, რომელმაც 24 ქულა მოიაგროვა.
 
„ოლიმპიაკოსს“ 4 მატჩიდან მხოლოდ 1 გამარჯვება აქვს და F ჯგუფში მე-5 ადგილზე იმყოფება. ამ ტურის მატჩს პარასკევს ითამაშებს ვიქტორ სანიკიძის „სიენა“, რომელიც თურქულ „ბეშიქთაშს“ უმასპინძლებს.