შერმადინმა ტრავმა მოირჩინა და ნახევარფინალში ითამაშა

შერმადინმა ტრავმა მოირჩინა და ნახევარფინალში ითამაშა

3-მატჩიანი იძულებითი შესვენების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა გიორგი შერმადინი. ბერძნული „ოლიმპიაკოსის“ ქართველ ცენტრს ევროლიგის ფინალის შემდეგ არ უთამაშია. მას ფეხის კუნთი აწუხებდა და მკურნალობდა. დღეს კი, საბერძნეთის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში „აგორის“ წინააღმდეგ მოდანზე გამოჩნდა.
 
ქართველმა ცენტრმა 4,51 წუთი ითამაშა და რისი მოგროვებაც შეძლო, 2 ქულა და 2 მოხსნაა. შერმადინმა ერთადერთხელ, ისიც ზუსტად შეუტია აგორელთა ფარს. პირეოსელებმა გუნდურად ითამაშეს, ბომბარდირ კაილ ჩეინს 12 ქულა დაუგროვდა. ოლიმპიაკოსელებმა მეტოქე 77:62 დაამარცხეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.
 
3 გამარჯვებამდე მიმდინარე ნახევარფინალური სერიის მომდევნო მატჩი 31 მაისს გაიმართება.