შსს აკადემია ბრინჯაოს მედალოსანია

შსს აკადემია ბრინჯაოს მედალოსანია

ვაკეში მდებარე საკალათბურთო
აკადემიის დარბაზში
მე-3 ადგილისთვის შსს აკადემიისა და  ქუთაისის დაპირისპირება გაიმართა, სადაც აკადემიელებმა
74:64 დაამარცხეს მეტოქე და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.  

შსს აკადემიამ თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და საწყის
ათწუთეულში 20:17 დაწინაურდა. მეორე მეოთხედი ,,ძალოვნებმა“ კიდევ უფრო მობილიზებულად
ჩაატარეს და ტამში სოლიდური სხვაობით, 41:28 იმარჯვეს. მესამე მეოთხედში ქუთაისელებმა
სხვაობა 14 ქულამდე შეამცირეს (46:59), თუმცა დასკვნით პერიოდში მეტოქეს სათანადო  წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და მარცხი განიცადეს.
 

შსს აკადემიის შემადგენლობაში ორმაგი დუბლით უკრაინელი
ლეგიონერი ანდრეი კულიჩი გამოირჩა, რომელმაც 26 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა, ხოლო ნოდარ
თენიეშვილს ორმაგ დუბლამდე ერთდაერთი მოხსნა დააკლდა (23ქ.9მ).  რაც შეეხება ქუთაისს, მის რიგებში 16 ქულა ერთბაშადსამმა
მოთამაშემ დააგროვა – ლევან გრძელიძემ, ნოდარ გოგოძემ და ზეზვა ლილუაშვილმა.