შსს აკადემიამ დინამოსთან იმარჯვა და მე-5 ადგილზე გავიდა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

თბილისის სპორტის სასახლეში 5-6 ადგილებისთვის დღეს ერთმანეთს შსს აკადემია და ,,დინამო”  დაუპირისპირდნენ,
სადაც გამარჯვება აკადემიელებმა მოიპოვეს და მე-5 ადგილზე დამკვიდრდნენ.

 

 შეხვედრის საწყის ათწუთეულში შსს კადემიამ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და 27:16 დაწინაურდა, ხოლო ტაიმში 10-ქულიანი სხვაობით 54:44 იმარჯვა. მესამე მეოთხედში დინამოელებიც აქტიურად ათამაშდნენ, რომლებმაც მეოთხედის მიწურულს ჩამორჩენა 5 ქულამდე შემაცირეს – 73:78.  დაძაბული გამოდგა დასკვნთი მეოთხედი,რომლის დასაწყისში დინამოს გუნდმა სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა –  81:82, რის შემდეგაც თამაში ქულა-ქულაში წავიდა. მიუხედავად ამისა, შეხვედრის მიწურულს, გადამწყევტ მომენტში შსს აკადემიამ შეძლო მობილიზება და მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 1:06 წითით ადრე წინ  96:88 გავიდა.  დარჩენილ დროში ,,დინამომ” მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და მე-6 ადგილს დასჯერდა.

გამარჯვებულებს 36 ქულით ლარი ბლერმა ულიდერა, ხოლო დინამოელთა  შემადგენლობაში ორმაგი დუბლით ერთბაშად ორი მოთამაშე გამოირჩა. ალექსანდრე ზესევიჩმა 26 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა, ხოლო ქიენ კარტერის ანგარიშზე 16 ქულა და 10 მოხსნაა.

მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფრენციაზე შსს აკადემიისა და დინამოს გუნდის მხრიდან შემდეგი კომენტარები გაკეთდა.

გიორგის კეცელიდისი (შსს აკადემიის მწვრთნელი):  განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი  ჩემს ასისტენტს არჩილ ჟღენტსა და ფიზ-მომზადების მწვრთნელს დავით არეშიძეს, ჩვენ ერთად  ცხელი დღეები გვაქვს გამოვლილი და გუნდისთვის მათ მიერ გაწეული შრომა ძალიან  დიდია. აგრეთვე მსურს აღვნიშნო გუნდის კაპიტანი გიორგი ნიკოლაძე, რომელმაც დღეიდან აქტიურ კალათბურთს თავს დაანება და მომავალ წელს უკვე ჩემთან ერთად იმუშავებს მწვრთნელთა შტაბში. რაც შეეხება ქართულ კალათბურთს, ის აშკარად პროგრესირებს და ვფიქრობ სწორი მიმართულებით მუშაობის შემთხვევაში ქართულ გუნდებს აქვთ იმის შესაძლებლობა და პოტენციალი, რომ რამდენიმე წელში ევროლიგის ოთხთა ფინალში იაპარეზონ.

ირაკლი ხოშტარია (დინამოს მწვრთნელი): მივულოცავ მოწინააღმდეგე გუნდს მე-5 ადგილს, თუმცა მიმამნია რომ ეს გუნდი მე-5 ადგილსნამდვილად არ იმსახურებდა, ისევე როგორც ჩვენ – მე-6-ს. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ბოლო მატჩი იყო და მოტივაციის ნაკლებობა აშკარად იგრძნობოდა. მე, როგორც მწვრთნელი მზად ვარ მე-6 ადგილისთვისაც ვითამაშო და მე-10 თვისაც, მაგრამ  გულის სირღმეში მაინც იყო უმოტივაციობა და ამ შეხვედრას ისე შევაფასებდი როგორც ძიუდოსა და ჭიდაობაში დამამშვიდებელ ეტაპს – რეპეშაჟს. ჩემთვის დიდი პატივია ,,დინამოს” მწვრთნელის რანგში ყოფნა. წელს ჩვენთვის  მართლაც ძალიან რთული, მაგრამ აზარტული სეზონი იყო. ვეცდები, რომ უფრო გავიღრმავო  ცოდნა და ეს ზაფხული გამოვიყენო იმისთვის, რომ როგორც მწვრთნელმა კიდევ მეტი  ვისწავლო მომავლისთვის. 

გიორგი ნიკოლაძე: სუპერლიგა ყოველ წელს პროგრესირებს, მაგრამ წლევანდელი სეზონი წინა წლებთან შედარებით განსაკუთრებით გამორჩეული. ვფიქრობ, ასე თუ გაგრძელდება დიდი შანსია ძალიან სეროზული გუნდები ჩამოგვიყალიბდეს ევროპული მაშტაბით. რაც შეეხება ჩვენს მწვრთნელს, დიდი მადლობას გადავუხდი მას, მიმაჩნია, რომ კლუბის მხრიდან სწორი ნაბიჯი იქნა გადადგმული როდესაც არჩევანი მასზე შევაჩერეთ. ამ მწვღტნელმა დაგვანახა რა არის ნამდვილი ევროპული კალათბურთი და სწორი მიმართულებით წაუძღვა გუნდს. დარწმუნებული ვარ ის კლუბში მუშაობას განაგრძობს, რაც ჩვენიგუნდისა და მთლიანად ქართული კალათბურთის განვითარებისთვის დიდად ხელშემწყობი ფაქტორი იქნება. მინდა ღავნიშნო, რომ როგორც მოთამაშემ  დავამთავრე კალათბურთში  აქტიური  მოღვაწეობა. ვფიქრობ, დროა ასპარეზი ახალგაზრდა მოთამაშეებს დავუთმო. წლევანდელი სეზონი გუნდის კაპიტანი ვიყავი და შეიძლება როგორც მოთამაშე მოედანზე დიდ დროს არ ვატარებდი, მაგრამ მოედნის გარეთ როგორც კაპიტანი გუნდს ვჭირდებოდი. მსურს სამწვრთნელო საქმიანობა განვაგრძო აქამდე  20-წლამდელთა ლიგაში არჩილ ჟღენტის ასისტენტი ვიყავი, მაგრამ დროის უქონლობის გამო ბოლომდე ვერ ვიხარჯებოდი. ამიერიდან აქტიურად ჩავერთვები ამ საქმიანობაშ და ვინაიდან ასეთი დონის სპეციალისტია ჩამოსული, ვისარგებლო შემთხევით და უფრო მეტი ვისწავლო, რისიც დიდი სურვილი მაქვს.

ალექსანდრე ზესევიჩი: პირველ რიგში მივულოცავ შსს აკადემიას ამ გამარჯვებას. დიდი მადლობა ყველაფრისთვის საქართველოს და ქართველ ხალხს.აგრეთვე განსაკუთრებული მადლობა  დინამოს კლუბს და მის ხელმღვანელობას. ამ კლუბში ასპარეზობა ჩემთვის  დიდი სიამოვნება იყო. დიდი მადლობა მინდა გადვუხადო მადლობა მწვრთნელს გუნდისთვის გაწეული შრომისთვის. ვფიქრობ, რომ ქართულ კალათბურს წინ ნამდვილად ბრწყინვალე მომავალი ელოდება.

დავით არეშიძე (შსს აკადემიის ფიზ-მომზადების მწვრთნელი): დიდი მადლობა ჩვენს გუნდს, მოთამაშებს და განსაკუთრებით მწვრთნელს, რომელმაც სულ სხვაგვარად დაგვანახა კალათბურთი და პირადად ჩემს საქმიანობაში დიდი გავლენა იქონია. მან მართლაც დიდი ღვაწლი გასწია რათა მუშოაბის სწორ გზაზ დავმდგარიყავი.