შსს-აკადემიამ ნახევარფინალი შეავსო

შსს-აკადემიამ ნახევარფინალი შეავსო

მეოთხე ნახევარფინალისტის
ვინაობა დღეს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გამოვლინდა. 

მეოთხედფინალური სერიის
მესამე, გადამწყვეტ შეხვედრაში „შსს-აკადემიამ“ 68:54 დაამარცხა „დინამო“ და საერთო
ანგარიშით – 2:1 გაიმარჯვა.

დინამოელებმა
თამაში შედეგიანად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 19:11 მოიგეს.მეორე ათწუთეულიდან აკადემიელებმა
თამაში დაალაგეს, ინიციატივას დაეპატრონნენ და დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 4 ქულამდე
შეამცირეს. მეორე ტაიმში „შსს-აკადემიის“ უპირატესობა აშკარა გახდა და საბოლოოდ „ძალოვნებმა“
დამაჯერებლად იმარჯვეს.

„შსს-აკადემიაში“
19 ქულით საუკეთესო იყო ლევან გორდულაძე, 15 დააგროვა გიორგი გუგეშაშვილმა, ხოლო არჩილ
პულუზაშვილმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 12 ქულა, 20 მოხსნა. დამარცხებულთაგან 21 ქულით
ბომბარდირი ზეზვა ლილუაშვილი გახდა, ხოლო ლევან ანთაძემ ორმაგი დუბლი შეასრულა –
10 ქულა, 12 მოხსნა.

სერიაში გამარჯვებული
„შსს-აკადემია“ ნახევარფინალში „ჰიუნდაი 1“-ს შეხვდება. პირველი მატჩი 8 მაისს, თბილისის
სპორტის სასახლეში, 12 საათზე გაიმართება.
შსს აკადემია – დინამო  68:54