შსს აკადემიისა და ჰიუნდაის გამარჯვებები

შსს აკადემიისა და ჰიუნდაის გამარჯვებები

 საკალათბურთო
აკადემიამ დღეს კიდევ ორ შეხვედრას უმასპინძლა. შსს აკადემია სოხუმს, ხოლო ჰიუნდაი
რუსთავს დაუპირისპირდა. საინტერესოდ განვითარდა მოვლენები პირველ შეხვედრაში.

 სოხუმმა
კარგად დაიწყო, პირველი მეოთხედი მოიგო 19:14, მიუხედავად იმისა, რომ ,,ძალოვნებმა“
 მეორე პერიოდი მოიგეს, დიდ შესვენებაზე 2-ქულიანი
უპირატესობა მაინც სოხუმს დარჩა 37:35.

   მეორე ნახევარი
კი შსს აკადემიის აქტიურობით დაიწყო, 23 :14 მოიგო მორიგი პერიოდი და  13:10 ბოლო მეოთხედი. საბოლოო გამარჯვება შსს აკადემიამ
დაისაკუთრა 71:61.

მატჩის  გამორჩეული მოთამაშეები:

შსს აკადემია
: რევაზ როგავა 22 ქულა, 7 მოხსნა, 9 პასი; არჩილ პულუზაშვილი 18 ქულა, 9 მოხსნა.

სოხუმი:  ლერი კვანტალიანი 14 ქულა, 17 მოხსნა;

  მორიგი მატჩი
ჰიუნდაისა და რუსთავს შორის შედგა. ნიკო ჩერქეზიშვილის გუნდმა  უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა, აქტიურად დაიწყო
პირველივე პერიოდი და თამაშის პირველი ნახევარი 10 ქულით მოიგო. მეორე ტაიმში მატჩის
სცენარი არ შეცლილა, ჰიუნდაიმ მხოლოდ ბოლო პერიოდი დათმო 16:20 და  საბოოლოო მოგება გაიფორმა 91:65.

მატჩის გამორჩეული
 მოთამაშეები:

ჰიუნდაი:  ლუკა ზაქრაძე 23 ქულა, 8 მოხსნა;  სანდრო სანაძე 22 ქულა, 6 მოხსნა.

რუსთავი:  ლევან ურიდია  10 ქულა, 9 მოხსნა.
შეგახსენებთ, რომ დღეს 20-წლამდელთა ჩემპიონატის კიდევ ერთი მატჩი შედგა, სადაც ერთმანეთს ,,დინამო” – ,,ოლიმპი” დაუპირისპირდნენ.  დაძაბულ მატჩში გამარჯვება დინამოელებმა მოიპოვეს, რომლებმაც მეტოქე 72:68 დაამარცხეს.

დუბლების ჩემპიონატის მორიგი თამაშები 18 დეკემბერს
გაიმართება.
დინამო – ოლიმპი  72:68