შსს-მ არც სტუ დაინდო

შსს-მ არც სტუ დაინდო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი დუდუ დადიანის მემორიალურ ტურნირზე ჯერჯერობით ყველაზე შედეგიან თამაშს აჩვენებს. პირველ ტურში დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა „ძალოვნებმა“ „დინამო“ 27 ქულის სხვაობით დაამარცხეს, ხოლო დღეს „შსს“-მ ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს 26 ქულით – 100:74 მოუგო.
 

ილია ლონდარიძე შეუჩერებელია
 
ეს ამბავი იმიტომ გამოვარჩიეთ, რომ დუდუ დადიანის ტურნირის მატჩებში ამხელა სხვაობები არ ფიქსირდება. ყველა შეხვედრა მეტნაკლებად თანაბარია, თუმცა იმ შეხვედრებში, რომელშიც „შსს“ მონაწილების, ამ გუნდის სასარგებლოდ დიდსხვაობიანი გამარჯვებები ფიქსირდება.
 
ეს ანგარიშები დავით უსტიაშვილის გუნდის სიძლიერეზე მიუთითებს. „ძალოვნებს“ გამოადგათ ამერიკის სტუდენტური ლიგიდან ჩამოყვანილი ტანმორჩილი, თუმცაღა ძალიან სწრაფი, გონებამახვილი და ზუსტი მიზნის მქონე რობო კრეპსი, რომელიც ჯერჯერობით საუკეთესო თამაშს აჩვენებს.
 
დავიწყება არ ეგების შსს-ს ცენტრ ილია ლონდარიძეს, რომელიც უსტიაშვილის გუნდმა თსუ-დან შეიმატა. „წეროდ“ წოდებულმა ლონდარიძემ წინა მატჩში 17 მოხსნა მიითვალა, ამჯერად 18 ფარიდან ასხლეტილ ბურთს დაეპატრონა, რასაც 19 ქულა მიაბა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
 
რაც შეეხება შეხვედრას, მისი ბედი უკვე პირველი მეოთხედის ბოლოს გაირკვა, როცა ‘შსს“ 29:13 დაწინაურდა. ხვალ შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი ნახევარფინალის ტოლფას მატჩში თსუ-ს დაუპირისპირდება.
 
B ჯგუფი
შსს                  2          2          0          4
თსუ               2          2          0          4
დინამო         2          0          2          2
სტუ                2          0          2          2
 
დუდუ დადიანის X მემორიალი. აკადემიის დარბაზი. 6 ოქტომბერი
სტუ 74:100 შსს
13:29, 17:28, 22:23, 22:20
 
სტუ: ტეტელაშვილი (7), თევზაძე (4), ჭოხონელიძე (6), მაჩალაძე (5ქ, 7მ), კობიძე (10), ჯავახიშვილი (3), დეკანოიძე (4), ძიძიგური (10), ალხანაიძე (11ქ, 7მ), კორძაძე, ვ. ბერუაშვილი (4), ანთაძე (10)
შსს: ლაფანაშვილი (8), ნიკოლაძე (9), ლონდარიძე (19ქ, 18მ), ლომოური (7), თენიეშვილი (7), ტუჯანი (2), წივწივაძე (8), იმნაძე (4), დვალიშვილი (10), კრეპსი (17), ბოქოლიშვილი (9)
მსაჯები:  დავით ბერეკაშვილი, მალხაზ ანდღულაძე
კომისარი: როლანდ ხომერიკი