შსს-მ მორიგი გამარჯვება რუსთავთან მიითვალა

შსს-მ მორიგი გამარჯვება რუსთავთან მიითვალა

სუპერლიგის პირველი
წრის ბოლო, რიგით მე-11 ტური დღეს რუსთავში შედგა, სადაც ადგილობრივმა ,,რუსთავმა”
შინაგან საქმეთა სამინისტროს უმასპინძლა, თუმცა მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და დიდი
სხვაობით, 63:117 დამარცხდა.

 აღსანიშნავია, რომ შსს-მ ქვემოქართლელთა კალათში 117 ქულა
ჩააგდო და წინა ტურში დამყარებული რეკორდი, (შსს-მ მე-10 ტურში თსუ-სთან მატჩში
113 ქულა დააგროვა) რომელიც ისედაც მას ეკუთვნოდა 4 ქულით გააუმჯობესა. რაც შეეხება 
შეხვედრას, იგი ,,ძალოვანთა” სრული უპირატესობით წარიმართა, რომელთაც ყველა
კომპონენტში აჯობეს რუსთაველებს და იოლი გამარჯვება მიითვალეს.

შინაგან საქმეთა
სამინისტროს გუნდს 32 ქულით ლარი ბლერმა ულიდერა, ხოლო მასპინძელთა შემადგენლობაში
ლევან ხმელიძე გამოირჩა, რომელმაც საკუთარ გუნდს 12  ქულა შესძინა.

 შეგახსენებთ, რომ დღეს მე-11 ტურის კიდევ ერთი შეხვედრა
შედგება, ,,ბათუმი” საკუთარ მოედანზე ,,ქუთაისს” 17 საათზე დაუპირისპირდება.