შსს-მ თსსუ დაამარცხა

შსს-მ  თსსუ  დაამარცხა

თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა სუპერლიგის ცენტრალური
მატჩი სამედიცინოსა და შსს-ს  შორის, სადაც
შინაგან საქმეთა სამინისტრო გუნდმა დიდი ანგარიშით, 105:80 იმარჯვა.

მატჩის საწყისი წუთები  ,,მედიკოსთა უპირატესობით დაიწყო (5:0), ხოლო პერიოდის
დასრულებამდე 4:08 წუთით ადრე 13:10 დაფიქირდა თსსუ-ს სასარგებლოდ. დაახლოებით წუთნახევრის
შემდეგ შსს-მ ანგარიში გაათანაბრა 13:13 და ამის შემდეგ თამაში უკვე გუნდების გარდამავალი
უპირატესობით წარიმართა, ხოლო მეოთხედის დასრულებამდე 1:32 წუთით  ადრე წინ  შსს გავიდა – 23:19, რომელმაც საბოლოოდ პერიოდი  25:21 მოიგო..

 შეხვედრის მეორე
ნახევარში ,,ძალოვნები” კიდევ უფრო გააქტიურდნენ და სხვაობა 8 ქულამდე გაზარდეს – 29:21.
პერიოდის მე-5 წუთზე კი 34:21 დააფიქსირეს თავიაანთ სასარგებლოდ (საინტერესოა, რომ
პირველი პერიოდიდან მოყოლებული  სამედიცინოს
ქულა არ ჩაუგდია).

 მეორე მეოთხედში
შსს-მ კვლავ იაქტიურა და მეოთხედის დასრულებამდე 2:15  წუთით ადრე სხვაობა 45:31 გაზარდა, პირველი ტაიმი
კი 36:49  მოიგო.

 მესამე მეოთხედიც
,,ძალოვანები” კიდევ უფრო მძლავრად ათამაშდნენ და პერიოდის მე-5  წუთზე სოლიდური სხვაობა,  60:38 დააფიქსირეს. ამ პერიოდში ,,მედიკოსებმა” სუსტად
ითამაშეს დაცვაში და პერიოდში 54:77 დამარცხდნენ.  ანალოგიურად წარიმართა მატჩი დასკვნით მეოთხედში,
სადაც  შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა
თსსუ-ს არანაირი შანსი არ დაუტოვა და საბოლოოდ დიდი ანგარიშით იმარჯვა. 

სამედიცინოს 
შემადგენლობაში  ბექა ბექაური გამოირჩა,
რომელმაც 21 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა.  პასივში კი ბექაურმა  5 პერსონალური
ფოლი  ჩაიწერა, რის გამოც  მოედანი ნაადრევად (შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე) დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდის რიგებში საუკეთესო
ამერიკელი ლეგიონერი ლარი ბლერი გახლდათ. ლარიმ საკუთარ გუნდს 33  ქულით  ულიდერა
და გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა.

 შეგახსენებთ,
რომ დღეს თბილისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის მე-9 ტურის კიდევ ორი შეხვედრა შედგება.
16 საათზე ტექნიკური უნივერსიტეტი ,,ქუთაისს” უმასპინძლებს, ხოლო ტურის დასკვნით მატჩში,
18 საათზე  ,,დინამო”-ოლიმპის” დაპირისპირება
შედგება.