შსს-ს აკადემიამ და საკალათბურთო კლუბ „ტიტებმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

შსს-ს აკადემიამ და საკალათბურთო კლუბ „ტიტებმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

შსს-ს აკადემიამ და საკალათბურთო კლუბ „ტიტებმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

დოკუმენტს ხელი შსს-ს აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ და საკალათბურთო კლუბ „ტიტების“ პრეზიდენტმა, გიორგი გამყრელიძემ მოაწერეს.

საკალათბურთო კლუბმა “ტიტებმა” სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თანამშრომლების შვილებისთვის შსს-ს აკადემიაში კალათბურთის წრე შექმნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს და აკადემიის მხარდაჭერით ბავშვებს ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეეძლებათ კალათბურთის წრეზე სიარული.

ამ ეტაპზე ვარჯიშის სურვილი 12 მოზარდმა გამოთქვა, რომელთაც სავარჯიშო ფორამა ჩვენმა კლუბმა გადასცა, ხოლო ბურთები შსს აკადემიამ შეუძინა.

ღონისძიებას კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, პრორექტორი, ლუკა კურტანიძე, აკადემიის თანაშრომლები, ს.კ “ტიტების” სრული შემადგენლობა და დაღუპულ პოლიციელთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

გივი მიქანაძემ სტუმრებს სიტყვით მიმართა, მადლობა გადაუხადა კლუბ „ტიტების“ სრულ შემადგენლობას აღნიშნული ინიციატივისათვის და აღნიშნა – „თითოეული ჩვენთაგანის ვალია, ამ ბავშვებმა იგრძნონ, რომ ქვეყანა არ ივიწყებს მათი მამების ღვაწლს სამშობლოს წინაშე, ყოველთვის მათ გვერდითაა და ზრუნავს მათზე“.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ „ტიტების“ მენეჯერმა გიორგი ჯაფარიძემ ბავშვებს გუნდის შექმნა მიულოცა და პირადი მწვრთნელი ლუკა მაჭავარიანი წარუდგინა.

ლუკას ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად ბავშვებთან მუშაობის ორ წლიანი სამწვრთნელო გამოცდილება უმაგრებს ზურგს. ასევე გააჩნია C კატეგორიის ლიცენზია და სულ მალე B კატეგორიას დაეუფლება.

ზემოთ აღნიშნულის შემდეგ ბავშვებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს ‘’ტიტების’’ კალათბურთელებთან ერთად და აკადემიის თილისმა პოლისთან ერთად პირველი საჩვენებელი ვარჯიშიც გამართეს.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული მიესალმა შსს-აკადემიის და ‘’ტიტების’’ ბრწყინვალე წამოწყებას და აღნიშნა, რომ ფედერაცია შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გვერდში დაუდგება აღნიშნულ პროექტს, მისივე თქმით ბავშვები ძალაინ კარგ და კეთილმოწყობილ დარბაზში ვარჯიშობენ.

ლაშა-გიორგი გამყრელიძე ‘’ტიტების’’ პრეზიდენტი:

“მადლობა შსს აკადემიას და რექტორს ბატონ გივი მიქანაძეს ამ მართლაც კარგი იდეის განხორციელებისათვის, რასაც ჰქვია მომავალი თაობის ჩართვა ცხოვრების ჯანსაღ წესში.
ს.კ ტიტები ყოველთვის მზად არის იმ გამოწვევისთვის, რასაც ჰქვია აღზარდოს და შეაყვაროს კალათბურთი ბავშვებს.
ეს არის დასაწყისი კალათბურთის განვითარების შსს აკადემიაში და იმედი მაქვს აღნიშნული პროექტი მიიღებს უფრო ფართომაშტაბიან სახეს და ერთობლივი ძალისხმევით მოვახერხებთ საკალათბურთო აკადემიის შექმნას”.

ლუკა მაჭავარიანი:

“ძალიან მოხარული და ამაყი ვარ, რომ ჩვენმა გუნდმა და შსს-ს აკადემიამ ბავშვებისთვის წამოიწყო მსგავსი პროექტი, რომელიც იზრუნებს მათ ფიზიკურ განვითარებაზე, კალათბურთის შესწავლასა და ჯანსაღი ცხოვრების წესით აღზრდაზე. მინდა მადლობა გადავუხადო საკალათბურთო კლუბ “ტიტებს” და მის პრეზიდენტს ლაშა გამყრელიძეს მონიჭებული თანამდებობისთვის. ყოველივე ეს ჩემთვის დიდი პატივია. ვეცდები გავამართლო იმედები და როგორც აქამდე, გავაგრძელებ ჩემი შესაძლებლობებისა და გამოცდილების გაზიარებას ბავშვებისთვის.