შსს სერიაში კვლავ დაწინაურდა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

შსს სერიაში კვლავ დაწინაურდა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდმა ფინალური
სერიის მე-3 შეხვედრა 74:67 მოიგო და სერიაში 2:1 დაწინაურდა.

 გიორგის კეცელიდისის
გუნდს ჩემპიონობამდე 1 მოგებაღა აშორებს, „ოლიმპი“ კი რთულ სიტუაციაშია და კიდევ ერთი
ჩავარდნა სერიის წაგებად დაუჯდება.

მატჩის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, მანამდე კი მცირე
უპირატესობას ოლიმპელები ფლობდნენ. მესამე მეოთხედის ბოლოს გია კაზანჯიანის გუნდი
55:49 იგებდა და ეს უპირატესობა შორი სროლების წარმატების სროლის შედეგი იყო. ამ მომენტისთვის
ორქულიან სროლებში თანაბრობა იყო, ასევე თითქმის თანაბარი იყო საჯარიმო სროლების შედეგიანობა.
რაც შეეხება სამქულიანებს, შსს-ელებს 10-დან 1 ჰქონდათ ჩაგდებული, ხოლო „ოლიმპს“
15-დან 8.

სწორედ შორი სროლები გახდა ის იარაღი, რითაც აკადემიელებმა
შეხვედრა შემოატრიალეს და საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწიეს. ბოლო მეოთხედში შსს-ს კალათბურთელებმა
– აკაკი ლომოურმა, ბენჟამინ რეიმონდმა და დეონტა ვონმა სამქულიანები მიითვალეს, რის
შემდეგაც, მატჩის დასრულებამდე სამიოდ წუთით ადრე აკადემიელები 65:60 დაწინაურდნენ.

ოლიმპის კალათბურთელებმა მოახერხეს და ანგარიში გაათანაბრეს
– სტენ სოკის სამიანს მიხეილ ბერიშვილის ზუსტი საჯარიმოები მოჰყვა და საფინალო სირენამდე
2,30 წუთით ადრე ანგარიში გათანაბრდა – 65:65. გადამწყვეტ მომენტში აკადემიელებმა მეტი
კონცენტრაცია გამოავლინეს – კირკ არჩიბეკმა 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მისმა ოპონენტმა
სტეფან მილოშევიჩმა საპასუხო შეტევაში 2-ივე 
ააცილა. გადამწყვეტ მომენტში ოლიმპელებმა შეტევაში ბურთი დაკარგეს, აკადემიელებმა
კი მორიგი ქულები მიითვალეს – დასრულებამდე 25 წამით ადრე დეონტა ვონის ზუსტი საჯარიმოების
შემდეგ „შსს-აკადემია 72:67 დაწინაურდა და როცა ლევან ფაცაციამ 3-ქულიანი ააცილა, მატჩის
ბედი საბოლოოდ გაირკვა.

„შსს-აკადემიაში“ 22 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო
კირკ არჩიბეკი გახლდათ, ბენჟამინ რეიმონდმა 15 ქულა მოაგროვა, კიდევ ერთმა ამერიკელმა, ვონმა კი შეხვედრა 12 ქულითა და 9 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. ოლიმპელთაგან
19 ქულით მიხეილ ბერიშვილი გამოირჩა, ხოლო სტენ სოკმა 13 ქულა და 5 პასი მიითვალა „ოლიმპის“ სამმა კალათბურთელმა – მილოშევიჩმა, ფაცაციამ და დარენ მურმა
9-9 ქულა დააგროვეს.

სერიის მომდევნო შეხვედრა ხვალ, 24 მაისს, სპორტის სასახლეში,
18 საათზე გაიმართება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

გეორგის კეცელიდისი(შსს აკადემია): სასიხარულოა,
რომ გავიმარჯვეთ, თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არაფერი არ არის. მადლობა მოწინააღმდეგეს
ასეთი შეხვედრისთვის. რაც შეეხება თამაშს, წარმოუდგენელი და დასაფასებელი შედეგია
10-დან 7 სამქულიანის გამოყენება პირველ ტაიმში ოლიმპის მხრიდან. ვიმედოვნებ, მომავალ
თამაშში ასეთი შედეგი არ იქნება. მინდა აღვნიშნო ორივე გუნდის კარგი თამაში, ძალიან
ბევრს შრომობენ, მუშაობენ და ურთულესია ასეთ დონეზე ზედიზედ თამაშების ჩატარება, აუცილებელია
მოთამაშეებზე ზრუნვა. მაგალითად მოვიყვან ,,ოლიმპიაკოსს,’’ რომელმაც ევროლიგა მოიგო.
მაქსიმუმი, რაც გააკეთეს საბერძნეთში ის იყო, რომ დღეგამოშვებით დაინიშნა პლეიოფები.
ამან კი დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. აქ კი უფრო რთული განრიგია. თამაშებს შორის სასურველია
3-დღიანი შუალედი იყოს. იმედია ამ რჩევებს მომავლისთვის გაითვალისწინებენ, რადგაც მოთამაშეებს
დაცვა და გაფრთხილება სჭირდებათ.  დღეს ნამდვილი
კალათბურთი ვიხილეთ და ამას ყველას ვულოცავ.

გია კაზანჯიანი(ოლიმპი): მივულოცავ შსს
აკადემიას სერიაში დაწინაურებას. ვფიქობ, ჩვენ დღეს ბინძურ თამაშში წავაგეთ. პირველ
რიგში, ეს იყო მეტოქის მხრიდან და ჩვენც წამოვეგეთ,  არ ვართ მსგავს რამეს შეჩვეულები. სამწუხაროა, რომ
მსაჯებმა ორივე გუნდს მისცემს ამის უფლება. პირველ თამაშში წავაგეთ და არაფერი მითქვამს
მსაჯებზე, სეზონის განმავლობაში მხოლოდ რამდენი შეხვედრა წავაგეთ და ამაზე არასდროს
მისაუბრია, თუმცა ახლა ვამბობ, რომ დღეს იყო საშინელი მსაჯობა ჩვენს წინააღმდეგ. წაგებას
არ ვაბრალებ მსაჯებს, თუმცა ჩვენ წავაგეთ ბინძურ კალათბურთში. გპირდებით ჩემი გუნდის
სახელით, რომ ხვალ იმავეს შევთავაზებთ მოწინააღმდეგეს და შევძლებთ ამის გაკეთებს.

ჩად პრევიტი(შსს აკადემია): ძალიან რთული
თამაში იყო. პირველ ტაიმსი ,,ოლიმპმა’’ აშკარად გვაჯობა. მესამე პერიოდის ბოლოს და
მეოთხე მეოთხედის დასაწყისში გარდამტეხი მომენტი იყო, თუმცა ეს შეიძლება გაუმართლებლობასაც
დავაბრალოთ, რადგან ძალიან მარტივი ბურთი ააცილა ოლიმპმა. ჩვენც სწორად ვისარგებლეთ
ამით. თუმცა არაფერია დამთავრებული, ხვალ კიდევ ერთი მძიმე შეხვედრა გველის.

დარენ მორი(ოლიმპი): ძალიან მძიმე
შეხვედრა გამოვიდა, კიდევ უფრო კარგად უნდა ვითამაშოთ ხვალ და იმ შეცდომებს, რომლებიც
დღეს დავუშვით დაცვაში, ფარქვეშ და მოხსნებში, აუცილებლად გამოვასწორებთ. 
შსს აკადემია  – ოლიმპი  74:67