სიენამ ფინალის პირველი შეხვედრა თავის სასრგებლოდ დაასრულა

ბოისა და მისი გუნდი ფინალში დაწინაურდნენ
“სიენამ”, რომლის რიგებში საქართველოს ნაკრების წევრი ვლადიმერ ბოისა თამაშობს, სუპერფინალის პირველ შეხვედრაში ბოლონიის “ვირტუსს” 81:71 მოუგო და სერიაში დაწინაურდა. ბოისამ 6 წუთი ითამაშა და ამ დროში ერთადერთი მოხსნა დააგროვა. “ვირტუსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვლადო ილიევსკიმ 28 წუთში თამაშიდან 13-დან მხოლოდ 3 სროლა გამოიყენა და შეხვედრა 8 ქულით დაასრულა.

სიენა – ვირტუსი 81:7122:17, 24:19, 18:14, 17:21სიენა: მაკინტაირი (22 ქ. 6 პ. 3 მ), კაუკენასი (17 ქ), სატო (13 ქ. 9 მ), ეზე (12 ქ. 8 მ), ბაქსტერი (11 ქ), ვლადიმერ ბოისა (6 წუთი, უქულოდ, 1 მოხსნა).ვირტუსი: ვუკჩევიჩი (12 ქ. 3 მ), ჯოვანიონი (11 ქ).
სიენა იგებს 1:0.