სიენამ ვარეზეს მოუგო, სანიკიძემ 10 ქულა ჩააგდო

სიენამ ვარეზეს მოუგო, სანიკიძემ 10 ქულა ჩააგდო

ვიქტორ სანიკიძმ „ვარეზესთან“ მატჩი შედეგიანად დაიწყო და საწყისი 9 წუთის შემდეგ 10 ქულა მოიპოვა. დარჩენილ 15 წუთში ქართველმა ფორვარდმა ბურთი ვეღარ ჩააგდო, თუმც მცდელობაც არ ჰქონია ბევრი. ვიქტორმა საბოლოოდ 10 ქულა დააგროვა და „სიენას“ 89:75 გამარჯვებაში თავისი წვლილი დაიდო.
 
საქართველოს ნაკრების წევრი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. სანიკიძემ თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაება და მოედანზე 24 წუთი გაატარა. სანიკიძემ 4-დან 3 ოქრულიანი, 1-დან 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 10 ქულასთან ერთად ვიქტორმა 4 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. სიენელთაგან საუკეთესო შედეგი ბობი ბრაუნმა დააფიქსირა, ვინაც 23 ქულა და 7 პასი მითვალა. სანიკიძისა და ბრაუნთან ერთად სიენელებში 10-ქულიანი ზღვარი კიდევ სამმა კალათბურთელმა გადალახა.
 
13 მოგებითა და 5 მარცხით „სიენა“ ცხრილში მე-3 ადგილზეა. მომდევნო ტურში სანიკიძის გუნდი სტუმრად „სკავოლინის“ შეხვდება. მატჩი 18 თებერვალს გაიმართება.