სიენამ ვარეზეში მეორე მატჩი ვეღარ მოიგო

სიენამ ვარეზეში მეორე მატჩი ვეღარ მოიგო

ცოტა დააკლდა ვიქტორ სანიკიძის გუნდს, ნახევარფინალური სერიის მეორე გასვლითი შეხვედრაც მოეგო. იტალიის სერია „ა“-ს მოქმედმა ჩემპიონმა „სიენამ“ ბოლომდე ებრძოლა „ვარეზეს“, მაგრამ საბოლოოდ 2 ქულის სხვაობით – 62:64 დამარცხდა და სერიაში ანგარიში გათანაბრდა – 1:1.
 
ქართველი ფორვარდი ამჯერად მხოლოდ 11 წუთით ათამაშეს. სანიკიძემ მეტოქის ფარს მხოლოდ საჯარიმეოებით შეუტია და 2-დან 2 ჩააგდო, რასაც 4 მოხსნა მოაყოლა. მწირექულიან მატჩში სიენელთაგან საუკეთესო დანიელ ჰაკეტი (17) ქულა გახდა, ხოლო ბობი ბრაუნმა 11 ქულა და 5 პასი მიითვალა.
 
სერია ეხლა სიენაში ინაცვლებს, სადაც 2 მატჩი ჩატარდება – 30 მაისს და 1 ივნისს.