სლოვენიელების მორიგი დანაკლისი

სლოვენიელების მორიგი დანაკლისი

საქართველოს ეროვნული ნაკრების საევროჩემპიონატო მეტოქე სლოვენიას დანაკლისი აქვს: ტრავმა მიიღო და გუნდს ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება 29 წლის, 205 სმ სიმაღლის მეფარე მიჰა ზუპანი, რომელიც გასულ სეზონში სანკტ პეტერბურგის “სპარტაკში” თამაშობდა.
 
ზუპანმა ზურგის ტრავმა მიიღო და რეაბილიტაციისთვის 3 კვირა მოუწევს დასვენება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიჰა ევროპის ჩემპიონატამდე გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს და ლიტვეში სლოვენიელებს ვერ დაეხმარება.
 
ზუპანმა 2010 წლის მსოფლიოს პირველობაზე 9 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ 6.2 ქულასა და 3.1 მოხსნას აგროვებდა.