სლოვენიის ნაკრების მწვრთნელმა შემადგენლობა 16 მოთამაშემდე შეამცირა

სლოვენიის ნაკრების მწვრთნელმა შემადგენლობა 16 მოთამაშემდე შეამცირა

სლოვენიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე მასპინძელთა ნაკრებია. სლოვენიელებმა ჯერ კიდევ თებერვალში გამოაცხადეს 34-კაციანი, გაფართოვებული სემადგენლობა, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა, ბოჟიდარ მალკოვიჩმა გუშინ 16-ამდე შეკვეცა.
ისევე როგორც ქართველებს, სლოვენიელებსაც ძირითადი ცენტრი აკლიათ. ესპანური „ბარსელონას“ ცენტრი ერაზმ ლორბეკი ტრავმირებულია და თავისიანებს ევრობასკეტზე ვერ დაეხმარება. სხვამხრივ, მასპინძლებს დანაკლისი არ აქვთ – მწყო0ბრძი არიან გუნდის წამყვანი მოთამაეები – ბენო უდრი, ბოსტიან ნახბარი, ძმები გორან და ზორან დრაგიჩები, იაკა ლაკოვიჩი…
სლოვენიელებს ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ პერიოდსი 13 საკონტროლო მატჩი აქვთ დაგეგმილი:
26 ივლისი: სლოვენია – პოლონეთი (დომჟალე)
28 ივლისი: სლოვენია – მაკედონია (ლიტია)
2 აგვისტო: სლოვენია – ლატვია (ცელიე)
3 აგვისტო: სლოვენია – თურქეთი (ცელიე)
4 აგვისტო: სლოვენია – სერბეთი (ცელიე)
10-11 აგვისტო: ბელგრადის ტურნირი (სერბეთი, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა)
16 აგვისტო: სლოვენია – ბოსნია-ჰერცეგოვინა (იესენიცე)
18 აგვისტო: სლოვენია – რუსეთი (ლიუბლიანა)
23 აგვისტო: სლოვენია – მონტენეგრო (კოპერი)
24 აგვისტო: სლოვენია – იტალია (კოპერი)
სლოვენიის ნაკრების 16-კაციანი შემადგენლობა:
ბენო უდრიჰი, გორან დრაგიჩი, იაკა ლაკოვიჩი, იაკა ბლაჟიჩი, ზორან დრაგიჩი, კლემენ პრეპელიჩი, ედო მურიჩი, ბოსტიან ნახბარი, დომენ ლორბეკი, ლუკა ლაპორნიკი, იურე ბალაჟიჩი, იაკა ბროდნიკი, გეზიმ მორინა, მირზა ბეგიჩი, უროს სლოკარი, გასპერ ვიდმარი.

თორნიკე შენგელია და ერაზმ ლორბეკი