სამარის “კრასნიე კრილიას” ცენტრმა პრიმოჟ ბრეჟეცმა კოჭის ტრავმა მიიღო და მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია. ჩვენ კი იმიტომ გვაინტერესებს ამ კალათბურთელის ბედი, რომ ბრეჟეცი საქართველოს საევროჩემპიონატო მეტოქე სლოვენიის ნაკრების წევრი და ერთ-ერთი ლიდერია.
რუსეთში სეზონს დასრულებამდე ბევრიც არაფერი დარჩა. “კრასნიე კრილიას” რუსეთის უმაღლეს ლიგაში V-VIII ადგილებისთვის უწევს ბრძოლა. ტრავმირებულმა ბრეჟეცმა უკვე დატოვა რუსეთი და სლოვენიაში გაემგზავრა, სადაც ის ფეხის მკურნალობას შეუდგება. ჯერ არაა ცნობილი, მოასწრებს თუ არა პრიმოჟ ბრეჟეცი ევროპის ჩემპიონტისთვის ფორმაში ჩადგომას. საქართველო სლოვენიას ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში 3 სექტებერს გაეჯიბრება.
ბრეჟეცმა რუსულ კლუბში ბრწყინვალე ევროსეზონი ჩაატარა. ის ევროთასის მატჩებში საშუალოდ 20,7 ქულასა და 9,7 მოხსნას აკეთებდა, ხოლო რუსეთის უმაღლეს ლიგაში 12 ქულასა და 6,2 მოხსნას აგროვებდა.