სოხუმი 20-წლამდელთა ჩემპიონია (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სოხუმი 20-წლამდელთა ჩემპიონია (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

20-წლამდელთა ჩემპიონის ტიტული სოხუმის გუნდმა მოიპოვა, რომელმაც ფინალური სერიის გადამწყვეტ დრამატულ მატჩში

,,დინამოს” 86:84 სძლია და სერიაში 2:1 იმარჯვა.

ფინალურ შეხვედრას თბილისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა, სადაც გულშემატკივარმა უაღრესად დაძაბული და ულამაზესი თამაში იხილა.
მატჩის პირველი ათწუთეული სოხუმელთა მცირე უპირატესობით წარიმართა (23;19), თუმცა მეორე მეოთხედში დინამოელებმა ძალიან მობილიზებულად იასპარეზეს და ტაიმში 44:37 აჯობეს მეტოქეს. საინტერესოდ ჩაირა მესამე მეოთხედმა, სადაც ,,სოხუმი” მედვერის როლში აღმოჩნდა, ხოლო დინამოს გუნდმა  უპირატესობა შეინარჩუნა  და თავის სასარგებლოდ 65:61 დააფიქსირა. დასკვნით მეოთხედში გუნდებს შორის უშეღავათო ბრძოლა გაიმართა. სოხუმმა შეძლო თამაშზე კონცენტრაცია და პერიოდის მე-4 წუთზე ოთო ბულიავასა და კახაბერ ჯინჭარაძის აქტიური თამაშის წყალობით მინიმალური სხვაობით დაწინაურდა – 70:69. ამის შემდეგ თამაში ქულა-ქულაში წავიდა და დაძაბულობამაც პიკს მიაღწია. მეოთხედის დასრულებამდე 3:11 წუთით ადრე გუნდებს შორის საყაიმო ანგარიში –   78:78 დაფიქსირდა, მაგრამ  სოხუმელებმა გეგა მესხის 2-ქულანის წყალობით მალევე მოახერხეს დაწინაურება, რასაც დუდა სანაძის მორიგი შორეული ტყორცნა და კვლავ ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა – 80:80. დარჩენილ დროში  უპირატესობა ,,დინამომ”მოიპოვა – 85:81, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ,,ზღვისპირელებმა” შეძლეს თამაშზე კონცენტრაცია და ოთო ბულიავას საჯარომოების წყალობით 57:3 წამით ადრე სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს – 84:85. მატჩის მიწურულს ,,დინამოს” მოთამაშე ირაკლი ალხანაძემ მე-5 პერსონალური ფოლი მიიღო, ზემოთხსენებულმა ბულიავამ კი ორივე საჯარიმო სროლა გამოიყენა და შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 11 წამით ადრე სოხუმელები 86:84 დააწინაურა. ,,დინამომ” ბოლო შეტევა და შანსი ვეღარ გამოიყენა და ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

სოხუმელთა შემადგენლობაში ყველზე მეტი ოთო ბულიავამ დააგროვა, ხოლო 14 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი დიმიტრი დვალიშვილმა შეასრულა. ,,დინამოს” მხრიდან 28  ქულით საუკეთესო  დუდა სანაძე იყო, ხოლო ირაკლი  ალხანაიძეს და გიგა მეხრიშვილს ორმაგ დუბლამდე  ერთდაერთი ქულა დააკლდათ, რომლებსაც  ქულებისა და მოხსნების თანაბარი რაოდენობა დაუგროვდათ – 17 ქულა და 9 მოხსნა. 
მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების  ცერემონიალი.  ჩემპიონი გუნდის მწვრთნელებსა და მოთამაშეებს  ოქროს მედლები სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების  აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ გადასცა, ხოლო მატჩის საუეკეთესო მოთამაშე სოხუმის უკანახაზელი რევაზ როგავა გახდა, რომელსაც ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელის რაჟიკო დარბაიძის სახელობის თასი  რაჟიკოს დედამ ქალბატონმა   ლალი დარბაიძემ და მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა გადასცეს. 
მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ,,სოხუმისა” და ,,დინამოს” მწვრთნელებისა და მოთამაშეების მხრიდან შემდეგი კოენტარები გაკეთდა.
ლიკა  ქაჯაია (სოხუმი მწვრთნელი): მოგეხსენებათ, რომ სეზონის დასაწყისში სოხუმის გუნდი დაიშალა, თუმცა შემდეგ შემოვიმატეთ ერთი მოთამაშე, რომელმაც გუნდის დანაკლისი შეგვივსო. დიდი მადლობა ბიჭებს, რომლებმაც დღეს ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის. მადლობას ვუხდი სოხუმის კლუბის პრეზიდენტს ბატონ მინდია გულუას, რომელმაც ყველა პირობა შეგვიქმა იმისთვის, რომ ჩვენ აქამდე მოვსულიყვაით. მსურს ხაზგასმით აღვნიშნო სოხუმის მწვრთნელი დიმიტრი ჟაკობოვი, რომელსაც ამ გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის და ამ  ახლგაზრდა მწვრთნელს არაჩვეულებრივი მომავალი აქვს.
რაც შეეხება გუნდის სამოამავლო გეგმებს, როგორც იცით,  სოხუმის კლუბს აფინანსებს  ერთი ადამიანი, იმისთვის რომ ეს კლუბი არსებობდეს და მთლიანად
მასზე ვართ
დამოკიდებულნი. იმედი მაქვს, რომ ეს გუნდი მომავალშიც იარსებებს და ამ თასითა და ოქროს მედლებით ეს გარკვეული სტიმული იქნება. რა თქმა უნდა,  მომავალ გეგმებზე მიმდინარეობს საუბარი, მაგრამ უფრო კონკრეტულად ამის შემდეგ ვიმსჯელებთ.  ცხადია, ჩვენს გუნდში არის თაობათა ცვლა და ყველაზე პატარა ასაკის ბავშვი რომელიც ჩვენთან ვარჯიშობს,8 წლისაა. დარწმუნებული ვარ, ,,სოხუმი” კიდევ უფრო გაძლიერდება და მოთამაშეებს არათუ დავაკლებთ, არამდე შევმატებთ.
დიმიტრი ჟაკობოვი (სოხუმის მვწრთნელი): დიდი მადლობა პირველ რიგში ,,დინამოს”ასეთი კარგი თამაშისთვის, რომელიც  ბრწინვალე გუნდი და  ღირსეული ფინალისტია. დიდი მადლობა სოხუმის მოთამაშეებს უდიდესი შრომისთვის, მონდომებისთვის, თავდადებითვის და რა თქმა უნდა დიდი მადლობა სოხუმის ხელმძღვანელობას, რომლებაც ყველაერი გააკეთეს იმისთის რომ გუნდს ამ წარმატებისთვის მიეღწია. რაც შეეხება მატჩს, ის თავიდან ბოლომდე  ძალიან დაძაბული იყო, თუმცა გადამწყევტ მომენტში  ბიჭებმა შეასრულეს დავალებები და მაქსიმალურად ყურადღებით ითაშეს როგორც დაცვაში ასევე შეტევაში.  ჩვენმა გუნდმა მიაღწია თავის ერთადერთ მიზანს და გამარჯვება მოიპოვა.

მამუკა  აბრამიძე (დინამოს მთავარი მწვრთნელის ასისტენტი):  ძალიან მიჭირს  ახლა  რამის თქმა და რთულია იმის გადმოცემა რაც ახლა ჩვენს გულებში ხდება. პირველ თამაში ადვილად ვიმარჯვეთ, რადგან სოხუმის გუნდმა ბოლომდე ვერ გამოავლინა თავის შესაძლებლობები, რადგან  დაცვაში გარკვეული პრობლემები იგრძნობოდა, ჩვენ კი ყველაფერი გამოგვივიდა და იოლი გამარჯვება მოვიპოვეთ. ვფიქრობ მეორე მატჩი აუციებლად უნდა გამოგვეყენებინა შანსი და შეხევდრა მოგებით უნდა დაგვესრულებინა.  
რაც შეეხება ,,დინამოს”სამომავლო გეგემებს, მინდა აღვნიშნო რომ ეს  დამარცხება არ ნიშნავს, იმას რომ გუნდს მომავალში საფრთზე დაემუქრება და დაიშლება. ვეცდებით მომავალ სეზონზე ჩვენი მარცხი გამარჯვებით შევცვალოთ. 
დავით დავითაძე: ღირსეული ფინალი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში არ გაგვიმართლა. გადამწყევტ მატჩში  საჭირო დრო მობილიზება ვერ შეძელით და დავმარცხდით. ვულოცავ ,,სოხუმს” ამ დიდ წარამტებას.
 რევაზ როგავა: მადლობა სოხუმის ხელმძღვანელობას და გუნდის მწვრთნელებს რომლებმაც უდიდესი შრომა გასწიეს, რათა ამ წარმატებისთვის მიგვეღწია. სერიის ორივე  შეხვედრა პირველი მატჩის გარდა დაძაბული იყო. მესამე მატჩის ბოლო წუთებზე მაქსიმალური კონცენტრაცია მოვახდინეთ და  გამარჯვება მოვიპოვეთ.

მატჩის  საუკეთესო მოთამაშე რევაზ როგავა გახდა, რომელსაც და რაჟიკო დარბაიძის სახელობის პრიზი გადაეცა.