“სოხუმი” ფინალშია!

“სოხუმი” ფინალშია!

„სოხუმი“ პირველი გუნდია, რომელმაც ქორქია–საკანდელიძის მემორიალის
ფინალის საგზური მოიპოვა. ვაჟა კვარაცხელიასა და დიმიტრი ჟაკობოვის გაწვრთნილმა
სოხუმელებმა ტურნირის მოქმედი ჩემპიონი „ენერჯი–ინვესტი“ იოლად დაამარცხეს.

ყველაფერი ფაქტობრივად პირველივე ტაიმში გადაწყდა, რომელიც
სოხუმელებმა 45:17 მოიგეს. სტუმართა შორის შესანიშნავად თამაშობდა ლაშა ფარღალავა,
რომელმაც წინა ტურის მატჩი „დინამოსთან“ გამოტოვა და დასვენებულმა რუსთაველებს
დიდი პრობლემები გაუჩინა. ფარღალავა სამქულიანებსაც აგდებდა, თავის თანაგუნდელებს
პასებითაც ამარაგებდა და პირველ შეტევაშიც სწრაფად გარბოდა. მას კარგად აუბა მხარი
სოხუმელთა ამერიკელმა უკანახაზელმა იუჯინ ჰარისმა, ხოლო წინა ხაზში კიდევ ერთი
ამერიკელი, რიჩარდ დამუსი იყო მოწოდების სიმაღლეზე, რომელმაც საბოლოოდ 18 ბურთი
მოხსნა. შედეგად, სოხუმელებმა პირველი მეოთხედი 21:10 მოიგეს, ხოლო მეორე
ათწუთეულში უპირატესობა 30 ქულამდეც გაზარდეს.

რუსთაველები სამქულიანებით ცდილობდნენ ფონს გასვლას, მაგრამ
მასპინძლების უკანახაზელებს სროლები არ წაუვიდათ, რითაც კარგად ისარგებლეს სოხუმელებმა
და მესამე მეოთხედიდან მოყოლებული ლიდერობა თამაშის ბოლომდე უპრობლემოდ
შეინარჩუნეს.

მეორე ტაიმის უმეტესობა რუსთაველებმა ახალგაზრდა კალათბურთელებით
ითამაშეს, რომელთაგან 17 წლის გიორგი ზედელაშვილმა იყოჩაღა. მან 10 ქულა მოაგროვა
და ფარქვეშაც აქტიური იყო – 6 ბურთი მოხსნა.

სოხუმელები პირველად გავიდნენ მემორიალის ფინალში, სადაც მათი მეტოქე
ან თსუ, ანაც შსს იქნება. ამ გუნდების მატჩი რუსთავის „ქიმიკოსთა“ დარბაზში დღეს,
18 საათიდან დაიწყება.

მიხეილ
ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალი. რუსთავი. 21 იანვარი

 

ენერჯი 57:84 სოხუმი

10:21
7:24 20:20 20:19

ენერჯი: მაჭავარიანი
(2), ბერუაშვილი, მებურიშვილი, აბაიშვილი (18), გუგავა (4), ზედელაშვილი (10);
ლამუ (9ქ, 11მ), თვარაძე, გ. არაბული (12), ობგაიძე

სოხუმი: ფარღალავა
(23), ჰარისი (9ქ, 5ჩ), ჩლაიძე (4), კვეტენაძე (4), შანიძე (13ქ, 10მ), სორდია (9),
კანკია (5), კოპალიანი (2),რ. დამუსი (7ქ, 18მ), ანთაძე (9ქ, 8მ), კვარაცხელია

მსაჯები: ზაზა
მაჩალაძე, გურამ მიქელაძე

კომისარი: როლანდ
გელოვანი
B ჯგუფი

სოხუმი                     
3          3          0          279:195           6

ენერჯი                     
3          2          1          207:201           5

სტუ                           
3          1          2         
227:242           4
დინამო                      3          0         3  
       168:233            2