სოხუმმა მოიგო, სერიაში ანგარიში გათანაბრდა

სოხუმმა მოიგო, სერიაში ანგარიში გათანაბრდა

დიდ  ინტერესს იწვევდა დღევანდელი ცენტრალური შეხვედრა,
სადაც ერთმანეთს ,,სოხუმი” და შსს უპირისპირდებოდნენ. მატჩი ძალიან
დაძაბული გამოდგა, რომელიც საბოლოოდ ,,სოხუმის” გამარჯვებით 78:70 დასრულდა.

 სერიაში ანგარიში გათანაბრდა (1:1) და გადამწყვეტი
შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სოხუმის გუნდებს შორის ნახევარფინალის საგზურის
მოსაპოვებლად 7 მაისს, თბილისის სპორტის სასახლეში შედგება.  გამარჯვებულთა რიგებში 22 ქულით ლევან ფაცაცია გამოირჩა,
ხოლო შსს-ს  შემადგენლობაში 16 ქულით საუკეთესო
ბესო  ლეჟავა გახლდათ. შეგახსენებთ, რომ 16
საათზე თბილისის სპორტის სასახლეში კიდევ ერთი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართება:
სამედიცინო უნივერსიტეტი  ,,ქუთაისს” უმასპინძლებს,
ხოლო რუსთავში ადგილობრივი ენერჯი ინვესტი – ,,არმიას”.