სოხუმმა ნაკრებს სძლია

სოხუმმა ნაკრებს სძლია

თბილისის სპორტის
სასახლეში სუპერლიგის საპლეიოფო შეხვედრებთან ერთად 18-წლამდელთაჩემპიონატის ერთი მატჩიც
გაიმართა. ,,სოხუმმა” ,,ნაკრები95” ანგარიშით 70:64 დაამარცხა.

გამარჯვებულ გუნდს  20 ქულით ალეკო ჩოჩიამ ულიდერა, ხოლო ნაკრების შემადგენლობაში
საუკეთესო 18 ქულით ზეზვა ლილუაშვილი გახლდათ. ორმაგი დუბლი შეასრულა ბექა დარახველიძემ,
რომლის ანგარიშზეც 12 ქულა და ამდენივე მოხსნაა.