სოხუმმა თსსუ-ს ბოლოს მოუგო

სოხუმმა თსსუ-ს ბოლოს მოუგო

დასრულდა სამედიცინოსა და ,,სოხუმის” დაპირისპირება.
მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რომელშიც სოხუმელებმა  იმარჯვეს -75:71.

შეხვედრა ,,მედიკოსთა” უპირატესობით
დაიწყო, თუმცა მესამე მეოთხედში სოხუმი თსსუ-ს დაეწია და შეხვედრის ბედი მეოთხე პერიოდის
მიწურულს გადაწყდა. სამედიცინოს რიგებში 19 ქულით მიხეილ ჭოჭუა  გამოირჩა, ხოლო ორმაგი დუბლი აკაკი დვალიშვილის
ანგარიშზეა -11 ქულა, 13 მოხსნა. სოხუმელთა შემადგენლობაში კი საუკეთესო 20 ქულით ლაშა
ფარღალავა გახლდათ.