sportando.com: სანიკიძე “სიენასთან’ კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა

sportando.com: სანიკიძე “სიენასთან’ კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა

ვიქტორ სანიკიძეს რომ შთამბეჭდავი სეზონი ჰქონდა და მას რომ არაერთი კლუბისგან ექნებოდა შემოთავაზება, ეს საკამათო არაა. როგორც ჩანს, სანიკიძე კარიერას იტალიურ გრანდ „სიენაში“ გააგრძელებს.
სპორტული ინტერნეტ-გვერდი sportando.net-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანიკიძე ახლოსაა „სიენასთან“ კონტრაქტის გაფორმებასთან. სხვათა შორის, ამ ვებ-გვერდმა გაავრცელა გიორგი შერმადინის შესახებაც ინფორმაცია, „მაკაბისთან“ კონტრაქტი გააფორმაო, რომელიც მოგვიანებით სიმართლე აღმოჩნდა.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ისე კი, გასაკვირი სულაც არაა, რომ „სიენას“ ქართველი ფორვარდის შემატება მოსურვებოდა. გასულ სეზონში ქართველმა კალათბურთელმა “მონტეპასკის” წინააღმდეგ გამართული ორივე მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. გასვლით შეხვედრაში 10 ქულა, 19 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, საშინაო თამაშში კი – 16 ქულა, 15 მოხსნა და 3 დაფარება.

სანიკიძე სიენელთა ფარს უტევს