სპორტის საერთაშორისო დღე 2018

სპორტის საერთაშორისო დღე 2018

 14 აპრილს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა დევიზით: „სპორტი მშვიდობისა და განვითარებისთვის“; „იცხოვრე სპორტით თამბაქოს გარეშე“. ღონისძიებაში მონაწილეობდა 25 სახეობის ეროვნული ფედერაცია, მათ შორის, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია. ლისის ტბაზე სხვა სპორტულ აქტივობებთან ერთად გაიმართა 3X3 კალათბურთის ტურნირი გოგონათა შორის.

წყარო: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“.