სპორტის სამინისტრომ 3X3 Euro Basketball Batumi 2013-ის წინასატურნირო პრესკონფერენციას უმასპინძლა

სპორტის სამინისტრომ 3X3 Euro Basketball Batumi 2013-ის წინასატურნირო პრესკონფერენციას უმასპინძლა

დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სააქტო დარბაზში ბათუმი 3X3-ზე კალათბურთში საერთაშორისო ტურნირ – Euro Basketball Batumi 2013-სთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.  აღნიშნულ ღონისძიებას, რომელიც ფიბა-ს ეგიდით  საქართველოში  უკვე მეორედ იმართება, 26 ივლისს ბათუმი უმასპინძლებს.  პირველად  ანალოგიური სტატუსის ტურნირი 6-7 ივლისს თბილისის სპორტის სასახლესთან  ჩატარდა.  Euro Basketball Batumi 2013-ის ორგანიზებატორები არიან: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და აჭარის კალათბურთის ფედერაცია.

  ბათუმის ტურნირი აზარტული თამაშების კომპანია ”ევროპა-ბეთის” ფესტივალის ფარგლებში ტარდება. კალათბურთთან ერთად აჭარის დედაქალაქი ნარდისა და პოკერის საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლებს.
  ტურნირში მონაწილე გუნდების რეგისტრაცია 23 ივლისს დასრულდა.  Euro Basketball Batumi 2013-ში მონაწილეობას 34 გუნდი მიიღებს. ტურნირი ოლიმპიური სისტემით ჩატარდება.  გამარჯვებული გუნდი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში 11 აგვისტოს გასამართ ფიბა-ს ევროტურის ლიცენზირებულ ტურნირის საგზურებს მიიღებს.
  ჟურნალისტებისთვის წინასატურნირო პრესკონფერენციაზე სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ, სუპერლიგის აღმასრულებელმა დირექტორი გიორგი ზაბახიძემ და ”ევროპაბეთის” წარმომადგენელმა  კოტე მჭედლიძემ ისაუბრეს.

 გიორგი ზაბახიძე(სუპერლიგის აღმასრულებელი დირექტორი): პირველ რიგში, მინდა მადდლობა გადავუხადო სპორტის სამინისტროს, რომელიც ტურნირის ორგანიზებაში ძალიან გვეხმარება. მადლობა  კომპანია  ევროპა-ბეთს, რომლის ფესტივალის ფარგლებშიც ტარდება  აღნიშნული ტურნირი.  ეს უკვე რიგით მეორე საერთაშორისო ტურნირია FIBA-ს ეგიდით. ღონისძიებაზე ველოდებით ფიბას კომისარს, რომელიც  3X3-ზე კაალთბურთს დააკვირდება.    სამომავლოდ კი დაგეგმილია ფიბას  worldtour-ში საქართველოს ჩართვა. მოგეხსენებათ, რომ ტურნირში პროფესიონალი  მოქმედი  კალათბურთელები არ დაიშვებიან და მისი მიზანი რაც შეიძლება მეტი მოყვარულის ჩართვაა.
 ირაკლი დოლაბერიძე(სპორტის დეპარტამენტის უფროსი): სასიხარულოა, რომ 3X3 კალათბურთის საერთაშორისო ტურნირზე  სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად ორგანიზატორი  აჭარის კალათბურთის ფედერაციაა. აგრეთვე მისასალმებელია, რომ სპორტის ამ სახეობის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ კერძო კომპანიები. იმედია,  ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება. წარმატებას ვუსურვებ ტურნირის ყველა მონაწილეს.
 კონსტანტინე მჭედლიძე(ევროპა-ბეთის წარმომადგენელი): მოხარულნი ვართ, რომ მოგვეცა საშუალება აღნიშნული ტურნირის ჩატარებაში ჩვენი წვლილი შეგვეტანა.  კომპანია ევროპაბეთი ყოველთვის აქტიურად იქნება ჩართული სპორტის სხვადასხვა სახეობაში.  გამარჯვებული გუნდი 11 აგვისტოს ტალინში ფიბას საერთაშორისო ტურნირზე გაემგზვრება, მეორე ადგილზე გასული გუნდი ლოპოტაზე 2-დღიან საგზურს მიიღებს, ტურნირის საუკეთესო კალათბურთელი პლანშეტური კომპიუტერით დაჯილდოვდება, ხოლო ჩატენვებისა და სამქულიანების კონკურსის გამარჯვებულები საჩუქრად ფოტოაპარატებს მიიღებენ.