სპორტის უნივერსიტეტისა და სტუ-ს გამარჯვებები სტუდენტურ ლიგაში

სპორტის უნივერსიტეტისა და სტუ-ს გამარჯვებები სტუდენტურ ლიგაში

სტუდენტური ლიგის მორიგი 2 მატჩი ოლიმპიურ სასახლეში 26 ივნისს გაიმართა. გამართული შეხვედრებიდან 1 დაძაბული გამოდგა, მეორეში კი გამარჯვებულის გამოვლენას დიდი ბრძოლა არ დასჭირვებია. 

სპორტის უნივერსიტეტმა დამაჯერებლად – 89:70 სძლია ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს. გარდატეხა მესამე პერიოდშ მოხდა, რომელიც სპორტის უნივერსიტეტელებმა 26:7 მოიგეს. პირველი პერიოდი კი თანაბარ ბრძოლაში, ფრედ – 43′;43 დასრულდა. ბოლო პერიოდში ბრძოლა არ შედგა. ქუთაისელებმა ვერ მოახერხეს ვითარების დაძაბვა და 19 ქულით დამარცხდნენ. 

გამარჯვებულებს 29 ქულით ვლადიმერ დოლიძემ ულიდერა, ხოლო შოთა ლუარსაბიშვილმა 22 ქულა მოაგროვა. ქუთაისელთაგან 22 ქულით ოთარ გორგასლიძე გამოირჩა.

მეორე მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ჩემპიონატის დაუმარცხებელმა გუნდმა სტუ-მ დაძაბულ ბრძოლაში – 83:79 სძლია სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს. ბოლო პერიოდის წინ ანგარიში ფრე იყო, თუმცა დასკვნით ეპიზოდში ტექნიკოსებმა მაინც მოახერხეს გამარჯვებამდე მისვლა და “ა” ჯგუფში დაუმარცხებლად ლიდერობენ.

გამარჯვებულებს 22 ქულით ირაკლი წიქარიშვილმა ულიდერა. 16 ქულა და 15 მოხსნა ჰქონდა დავით ბუაჩიძეს. დამარცხებულთაგან 31 ქულით საუკეთესო იყო ტატო ოთიაშვილი. 

სტუდენტური ლიგის მორიგი მატჩები 27 ივნისს თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. 

სპორტ უნი – აწსუ
სტატისტიკა: 89:70

სტუ – თსსუ
სტატისტიკა: 83:79