სტამბოლში მოგებით შერმადინის ევროპლეიოფს მიუახლოვდა

სტამბოლში მოგებით შერმადინის ევროპლეიოფს მიუახლოვდა

ბერძნულმა „ოლიმპიაკოსმა“ ევროლიგაში ბეწვის ხიდზე გაიარა. მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში პირეოსელებს წაგების საშუალება არ ჰქონდათ. შერმადინის გუნდს სტამბოლში, „ფენერბაჰჩესთან“ მოგება რომ ვერ მოეპოვებინა, თავს ურთულეს სიტუაციაში ჩაიყენებდა, თუმც ბერძნულმა გრანდმა 78:73 იმარჯვა და ახლა პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი აქვს.
 
მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში პირეოსელებმა მოსისხლე თურქეთში ურთულესი გამარჯვება მოიპოვეს. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა, თუმცა მოედანზე მთლიანობაში მხოლოდ 12 წუთი გაატარა. შერმადინმა 1-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 4 ქულა მოაგროვა და ამას 5 მოხსნა და 1 დაფარება მოაყოლა.
 
მატჩი თავიდან ბოლომდე დაძაბული იყო, რომლის ბედიც ბოლო წამებზე გადაწყდა. გადამწყვეტ მომენტში მნიშვნელოვანი ჯარიმები ჩააგდო ვასილის სპანულისმა, რომელმაც შეხვედრა 14 ქულითა და 7 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. ბომბარდირი კოსტას  პაპანიკოლაუ გახდა, რომელმაც 16 ქულა მოინაგრა.
 

 
„ოლიპიაკოსს“ 8 გამარჯვება და 5 მარცხი აქვს და „მაკაბისთან“ ერთად II-III ადგილებს იყოფს. მეოთხედფინალში ჯგუფის 4 საუკეთესო გუნდი გადის. ბოლო ტურში პირეოსელები რუსულ „ხიმკის“ უმასპინძლებენ, რომელმაც დღეს შინ „კახა ლაბორალთან“ წააგო.