სტუ–მ ბათუმი ბოლოს გატეხა

სტუ–მ  ბათუმი ბოლოს გატეხა

გუშინ  ქუთაისსა და რუსთავში დაწყებული სუპერლიგის
მე–5  ტურის საინტერესოდ გაგრძელდა თბილისის სპორტის სასახლეში. დღის პირველ  შეხვედრაში ერთმანეთს ,,არმია“და ,,საუ“
დაუპირისპირდნენ. პირველი ტაიმი ,,არმიამ“

იოლად, 54:38 მოიგო, თუმცა შეხვედრის
მესამე მეოთხედში ,,აგრარელებმა“ თამაში მკვეთრად გამოასწორეს და მატჩს ინტერესი
შესძინეს. დაძაბულობამ განსაკუთრებით მეოთხე მეოთხედში იმატა, როდესაც გუნდებს
შორის  ქულათა სხვაობა 4–მდე  შემცირდა. მეოთხე  მეოთხედის შუა პერიოდში ,,არმიელებმა“ იძალეს და
მატჩი გამარჯვებით  დაასრულეს – 81:72.
გამარჯვებულთა რიგებში 17 ქულით საუკეთესო ზვიად ბაბაიშვილი გახლდათ, ორმაგი დუბლი
კი კოტე ტუღუშის ანგარიშზეა (10ქ.10მ). ,,აგრარელებს“ კი 23  ქულით რევაზ ჩაჩანიძემ ულიდერა.

ტურის ცენტრალურ
შეხვედრაში ,,სტუ–მ“ ,,ბათუმს“ უმასპინძლა და მეტოქე  86:73 
დასრულდა. მატჩი დაძაბულად მიმდინარეობდა და გუნდეს შორის სხვაობა პირველი
ტაიმის განმავლობაში მაქსისმუმ 5–6 ქულას შეადგენდა, სადაც მცირე უპირატესობას
სტუმრები ფლობდნენ და  შეხვედრის პირველი
ტაიმიც ,,ბათუმის“ სასარგებლოდ, ანგარიშით 39:33 დასრულდა. თამაშის ბოლო მეოთხედში
კი სიტუაცია სულ სხვაგარად განვითარდა. ,,სტუ–მ“ მოახდინა ძალების მობილიზება და
მეტოქე სოლიდური სხვაობით დაამარცხა – 86:73.

მასპინძლეთა მხრიდან
საუკეთესო ვასილ ბერუშვილი გახლდათ რომელმა 
27 ქულათან ერთად 15 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო
,,ბათუმელთა“ მხრიდან 16–16 ქულით ივანე მაისურაძე და დუდა სანაძე გამოირჩნენ.

რაც შეეხება დღის
დასკვნით შეხვედრას, აქ ერთმანეთს ,,სოხუმი“და ,,დინამო“ ხვდებოდნენ  და მატჩის ფავორიტ სოხუმს არ გასჭირვებია
ცხრილის ბოლოადგილოსანი ,,დინამოს“ დამარცხება (121–74), თუმცა ეს მატჩი იმით
გახლდათ საინტერესო, რომ ,,სოხუმის“ საკალათბურთო კლუბმა ვალერი ჯგერენაიას
სახელობის თასი დააწესა. თბილისის ,,დინამოს“ ყოფილ  კალათბურთელს 
და საკალათბურთო კლუბ,,სოხუმის“ პირველ მთავარ მწვრთნელს წელს 60 წელი
შეუსრულდებოდა.

თასი გადაეცა თბილისის
,,დინამოსა“ და ,,სოხუმის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშეებს, იუჯინ ჰარისსა და ირაკლი
ივანეიშვილს, რომელთაც პრიზი საკალათბურთო კლუბ ,,სოხუმის“ ვიცე–პრეზიდენტმა,
თემურ ჩილაჩავამ გადასცა.