სტუ-სა და ქუთაისის მოგებები

სტუ-სა და ქუთაისის მოგებები

თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა სუპერლიგის მეორე
წრის ბოლოსწინა ტურის შეხვედრა ,,დინამოსა” და სტუ-ს გუნდებს შორის, რომელიც სტუდენტებმა
97:65 მოიგეს.

დინამოს მხრიდან 14 ქულით გიორგი კოღუაშვილი გამოირჩა, ხოლო სტუ-ს შემადგენლობაში
საუკეთესო 31 ქულით ბექა ჩიკვილაძე გახლდათ, ორმაგი დუბლი კი გულივერ ახალკაცის  ანგარიშზეა 
– 10 ქულა და 11 მოხსნა. ბათუმში გაიმართა ტურის დასკვნითი შეხვედრა,
სადაც ზღვისპირელებმა ,,ქუთაისს” უმასპინძლეს,
თუმცა  მეტოქესთან ვერაფერს გახდნენ და
65:80 დამარცხდნენ. ბათუმელთა მხრიდან საუკეთესო 19 ქულით დუდა სანაძე გახლდათ, ხოლო
ქუთაისელთა რიგებში ორმაგი დუბლით, 31 ქულითა და 12 მოხსნით გიგი ბარბაქაძე გამოირჩა.