სტუდენტური დერბი თსსუ-ს გამარჯვებით დასრულდა; მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

სტუდენტური დერბი თსსუ-ს გამარჯვებით დასრულდა; მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დასრულდა სუპერლიგის მე-7  ტურის ცენტრალური მატჩი, სადაც ერთმანეთს თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი და სამედიცინო დაუპირისპირდნენ.

სტუდენტური დერბი თსსუ-ს
გამარჯვებით დსარულდა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 83:74  დაამარცხა. შეხვედრის პირველი ტაიმი გუნდების გარდამავლი
უპირატესობით წარიმართა, თუმცა ტაიმის მიწურულს თსუ დაწინაურდა და წინ 3 ქულით,
45:42 გავიდა. დრამატული გამოდგა მესამე მეოთხედი, რომლის შუაწელში ფრე 49:49 დაფიქსირდა.
ამის შემდეგ  გუნდებს შორის  უშეღავათო ბრძოლა გაიმართა  და თამაში ქულა-ქულაში წავიდა. დაძაბულობამ პიკს დასკვნით მეოთხედში
მიაღწია, რომლის დასრულებამდე 1.13 წუთით ადრე სამედიცინო  7 ქულით დაწინაურდა – 81:74. ,,მედიკოსებმა“ მოპოვებული
უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.

თსუ-ს შემადგენლობაში 22 ქულით თორნიკე ნინიაშვილი გამოირჩა,
რომელმაც 9 მოხსნაც მიითვალა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნაღა დააკლდა. ორმაგი დუბლის
ავტორი გახდა ვასილ ბერუაშვილი, რომელმაც საკუთარ გუნდს 14 ქულა და 12 მოხსნა შესძინა.
 სამედიცინოს ულიდერა აკაკი დვალიშვილმა, რომლის
ანგარიშზეც 13 ქულა და 12 მოხსნაა.

 მატჩისშემდგომ
გამართულ პრესკონფერენციაზე თსუ-სა და თსსუ-ს მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შემდგეი
კომენტარები გააკეთეს:

 კახა შენგელია (თსსუ-ს მწვრთნელი):
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს,  მივულოცავ მათ ამ წარმატებას. აგრეთვე მადლობა მოწინაღმდეგეს,რომელიც
ყოველთვის  გამორჩეულია თვაისი ბრძოლისუნარიანობით.
თსუ-მ დიდი წინააწმდეგობა გაგვიწია და ბოლომდე გვეომა. რაც შეეხება თამაშს, მთელი მატჩის
განმავლობაში ვეძებდით ჩვენს თამაშს, რომელიც საჭირო დროს აღმოვაჩინეთ. გადამწყვეთ
მეოთხედში ჩვენი ოპტიმალური შემადგენლობა და გავიმარჯვეთ. 

პრესკონფერენციის მსვლელობისას ერთ-ერთმა  ჟურნალისტმა
კახა შენგელიას შემდეგი კითხვით მიმართა:

– საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კალათბურთის მსაჯთა
კავშირს ოფიციალური წერილი მისწერეთ  თსუ-სთან
მატჩში მსაჯების, მაკა კუპატაძისა და ზაზა მაჩალაძის აცილების თაობაზე. რამდენად
კმაყოფილი ხართ  დღეს მათი მსაჯობით და რამ
განაპირობა  სამედიცინოს მხრიდან ასეთი გადაწყვეტილება?

– მინდა ვთქვა, რომ წაგების შემთხევაშიც არანაირი რეაგირება არ მოჰყვებოდა აღნიშნულ
ფაქტს. ხელმძღვანელობამ  საჭიროდ ჩათვალა, რომ
გაეგზავნა წერილი მსაჯების აცილების თაობაზე, რადგან ერთი მსაჯის ვაჟი ჩვენი უშუალო
კონკურენტის, სტუ-ს გუნდში და ირიცხება, ხოლო ხოლო მეორე მსაჯზე  ეგონათ რომ თსუ-ს ქალთა გუნდში გამოდიოდა.  ამაზე, სერიოზულად რომ გვეფიქრა მათ დანიშვნას ამ
თამაშზე მატჩის დასაწყისშვივე გავასაჩივრებდით.

  ნუგზარ ჭეიშვილი
(თსუ-ს მწვრთნელი):  მივულოცავ სამედიცინო უნივერსიტეტს
ამ დამსახურებულ გამარჯვებას. არ მეგონაა მეტოქეს ასე თუ გავუძალიენდებოდით, რადგანაც
თსსუ ძალიან კარგად დაკომპექტებული გუნდია და იმ რესურსებით რომელიც ამჟამად თსუ-ს
გააჩნია, ვიქრობ კიდევ კარგ შედეგს ვაღწევთ და სანახაობრივ კალათბურთს ვთამაშობთ. კარგად
ვიასპარეზეთ მატჩის პირველი 20 წუთი, მაგრამ შემდგომ რესურსი ამოგვეწურა. 5 მოთამაშით
რთულია ისეთი გუნდის დამარცხება, როგორიც სამედიცინოა.

 მიხეილ ჭოჭუა: მივულოცავ ჩემს
გუნდს და მწვრთნელს ამ წარმატებას და  დიდ მადლობას
გადავუხდი ჩემს თანაგუნდელებს. ძალიან დაძაბული, ემოციური და რთული თამაში იყო. ძალიან
გაგვიჭირდა მოგება. მეოთხე პერიოდში მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელზეც ვმუშაობდით. დაცვაც
გამოვასწორეთ და ამის ხარჯზე ვიმარჯვეთ.

 შალვა კოხრეიძე:  სამი პერიოდის განმავლობაში ვიბრძოლეთ,  თუმცა ბოლო პერიოდში ძალა არ გვეყო. რამდენიმე წამყვანი
მოთამაშე გვაკლია და ეს იყო ჩვენი დამარხების ძირითადი მიზეზი.