სუპერლიგა 17 ოქტომბერს დაიწყება

სუპერლიგა 17 ოქტომბერს დაიწყება

17 ოქტომბერს საქართველოს რიგით 30-ე ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატი იწყება. მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად, 2020-2021 წლების სეზონის სუპერლიგის გათამაშება დაგეგმილ დროს იწყება. საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში ტურნირების უსაფრთხოდ ჩატარების საკმაო გამოცდილება დაუგროვდა. რეგულაციების დაცვით, მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში სექტემბერში ჩატარდა მოთამაშეთა განვითარების ლიგა, რომელშიც 11-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო 7-12 ოქტომბერს სეზონისწინა, ტრადიციული დუდუ დადიანის მემორიალი გაიმართა.

სუპერლიგის მომავალ გათამაშებაში მონაწილეობას 11 გუნდი მიიღებს: ბათუმი, დინამო, რუსთავი, ქუთაისი-2010, კაკტუსი, ცხუმ-აფხაზეთი, თსუ. ოლიმპი, ტიტები, მგზავრები და ვერა. 2 წრის შემდეგ 8 საუკეთესო პლეი ოფში გავა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებს. რეგულარული ჩემპიონატის შემდეგ ბოლო ადგილზე გასული გუნდი სუპერლიგას დატოვებს, ხოლო ბოლოსწინა, მე-10 ადგილზე გასული “ა” ლიგის ვიცე-ჩემპიონთან ლიგაში დასარჩენად საკვალიფიკაციო რაუნდს გამართავს.  

სუპერლიგის პირველ ტურში შემდეგი მატჩები გაიმართება:

17 ოქტომბერი
ვერა – ქუთაისი               14:30
კაკტუსი – მგზავრები    17:00 

18 ოქტომბერი
თსუ – ბათუმი                 13:00

კოვიდ-უსაფრთხოების მიზნით სუპერლიგის თამაშები ჩატარდება მაყურებლების გარეშე. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვებ-გვერდზე პარტნიორი კომპნია Genius Sport-ის მიერ განხორციელდება ყველა მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია.