სუპერლიგა 2011-12 წლების სეზონის სუპერლიგის მონაწილე გუნდების განაცხადები

15 ოქტომბერს სუპერლიგი ახალი, 2011–2012 წლების სეზონი იწყება. კლუბებისგან განაცხადების შემოტანის ვადა ამოწურულია, შესაბამისად – ჩემპიონატის მონაწილე თერთმეტივე გუნდის შემადგენლობა ცნობილია. სუპერლიგის ოფიციალურ ვებ–გვერდზე (http://superleague.ge/) უკვე განთავსდა მონაწილე გუნდების შემადგენლობები. რაც შეეხება ვებ–გვერდზე კლუბების პერსონალური განყოფილებების სრულყოფას მოთამაშეთა და გუნდური სურათებით, ეს პირველი ტურის დასრულების შემდეგ მოხდება.
 
გუნდების შემადგენლობების ნახვა შეგიძლიათ სუპერლიგის ვებ-გვერდის ამ ბმულზე გადასვლით: http://superleague.ge/club.php