სუპერლიგა 6 ნოემბერს 10 გუნდით დაიწყება

საქართველოს მე–9 ეროვნული ჩემპიონატი 6 ნოემბერს იწყება, მასში მონაწილეთა რაოდენობა კი გუშინ გაირკვა. ცნობილი იყო 9 გუნდი,რომელიც მზად იყო სუპერლიგაში სათამაშოდ, ხოლო „თბილავიამშენის“ საკითხი სათუო გახლდათ.
როგორც გაირკვა, „ავიატორებმა“ მიიღეს დაფინანსების გარანტია და კალათბურთის ფედერაციაშიც ყველაფერი გადაწყდა. მაშ ასე, 2009–10 წლების სეზონში სუპერლიგასი ეს გუნდები ითამაშებენ:
„ენერჯი–ინვესტი“, „ავიამშენი“, აგრარული უნივერსიტეტი (სსაუ), თსუ, „დინამო“, შსს, „ბათუმი“, „სოხუმი“, სამედიცინო–აკადემია და ჭიათურის “მერანი”.
აქედან 3 გუნდი დებიუტანტია: „მერანი“, „სოხუმს“ და სამედიცინო–აკადემიას აქამდე არასდროს უთამაშიათ სუპერლიგაში. „აკადემია“ 2002–03 წლების სეზონში უმაღლეს ლიგაში კი თამაშობდა, მაგრამ ახლა დამოუკიდებლად  აღარ გამოდის და სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს შეერწყა.
„სოხუმს“ რაც შეეხება, იგი არ გახლავთ 3 წლის წინ დაშლილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი (სსუ). მწვრთნელი კი ისევ ვაჟა კვარაცხელიაა, მაგრამ გუნდს სხვა დამფინანსებელი ყავს, რომელმაც ახალი კლუბი დააარსა და „სოხუმი“ დაარქვა.
მაშ ასე, ეროვნული ჩემპიონატი დამდეგ შაბათს, 7 ნოემბერს დაიწყება, ხოლო გათამაშების სისტემა და კალენდარი სავარაუდოდ დღეს დადგინდება.