სუპერლიგა. გამოტოვებული (IV) ტური

ენერჯი ინვესტმა 2007 წელიწადი წაუგებლად დაასრულარეკორდების დღე სპორტის სასახლესა და რუსთავში
თბილისის სპორტის სასახლეში მეოთხე, გადატანილი ტურის მატჩები გაიმართა, ხოლო ტური კი რუსთავში, ერთი დღით ადრე დაიწყო. “ენერჯი ინვესტმა” საკუთარ მოედანზე “დინამოს” უმასპინძლა.
26.12
ენერჯი ინვესტი – დინამო 87:7420:16, 22:26, 25:14, 20:18ენერჯი ინვესტი: ლეჟავა (17 ქ. 3 პ), ტუჯანი (16 ქ. 9 მ), ბოისა (14 ქ. 3 პ), გოგობერიშვილი (8 ქ. 9 მ).დინამო: გულისაბედაშვილი (22 ქ. 5 ჩ. 4 მ. 3 პ), ახალკაცი (21 ქ. 7 მ), ლაფანაშვილი (12 ქ. 4 პ), ჟღენტი (8 ქ).

თუ პირველ ტაიმში ასე თუ ისე თანაბარი თამაში მიდიოდა, დიდი შესვენების შემდეგ “ენერჯი ინვესტმა” დაცვა გამოასწორა და საბოლოოდ, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ფავორიტის შემადგენლობაში ორმა მოთამაშემ მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა – ჟულივეტ ტუჯანისთვის 16 ქულა, ხოლო გუნდის კაპიტან რამაზ გოგობერიშვილისთვის 9 მოხსნა პირადსარეკორდო გახდა.სტუმართა მსროლელმა გიორგი გულისაბედაშვილმა პირველ ტაიმში 17 ქულა დააგროვა, მაგრამ მეორე ტაიმში მასპინძლებმა მისი შეჩერება მოახერხეს და “დყნამოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დარჩენილ დროში თავისი აქტივი მხოლოდ 5 ქულით გაზარდა.მატჩის დღეს დაბადების დღე ჰქონდა “ენერჯი ინვესტის” წევრ რეზო დიდიას, რომელიც 20 წლის გახდა და გუნდის წარმატებაში 8-ქულიანი და 5-მოხსნიანი წვლილი შეიტანა.
მატჩის სამი ვარსკვლავი – ჟულივეტ ტუჯანი, ბესიკ ლეჟავა (ორივე “ენერჯი ინვესტი”), გულივერ ახალკაცი (“დინამო”).
27.12
თსუ – მაკაბი 98:9623:24, 38:24, 18:27, 19:21თსუ: ხეცურიანი (28 ქ. 6 პ. 4 მ), ჩიტაშვილი (21 ქ. 9 მ. 9 პ. 5 ჩ), ფანჩულიძე (17 ქ. 4 პ. 3 ჩ), მათაიაშვილი (13 ქ. 7 მ. 4 ჩ), კეიდია (11 ქ. 6 მ. 3 პ), ყველაშვილი (8 ქ. 9 მ).მაკაბი: გ. შერმადინი (37 ქ. 17 მ. 6 პ. 3 დ), ვაშაკიძე (16 ქ. 7 მ), ს. შერმადინი (12 ქ. 11 მ), დ. ბერიშვილი (12 ქ. 6 პ), კოღუაშვილი (6 ქ. 8 მ).
აღნიშნული მატჩი უხვქულიანობითა და ერთბაშად რამდენიმე რეკორდით გამოირჩა. “მაკაბის” წევრმა გიორგი შერმადინმა 37 ქულა დააგროვა და წინა ტურში, “ენერჯი ინვესტის” წევრის, გიორგი გამყრელიძის მიერ დამყარებული ამ სეზონის რეკორდი ერთი ქულით გააუმჯობესა. შერმადინმა ასევე 17 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა შემატა გუნდს. არაჩვეულებრივი მატჩი ჰქონდა თსუ-ს გამთამაშებელ მიხეილ ჩიტაშვილს, რომელმაც კინაღამ სამმაგი დუბლი გააკეთა და საბოლოოთ, 21 ქულით პირადი რეკორდი დაამყარა და მატჩი მხოლოდ 1 შეცდომით დაასრულა. პირველ ნახევარში თსუ-ს ანგარიშზე 18-ში 9 ზუსტი სამიანი იყო და სწორედ ეს იქცა ამ გუნდის სოლიდურად დაწინაურების მიზეზად. მოხსნებში ჯამლეტ ხუხაშვილის “მაკაბიმ” 51:37 აჯობა მეტოქეს, მაგრამ უამრავი შეცდომა დაუშვა და ამის გამო დამარცხდა.
მატჩის სამი ვარსკვლავი – მიხეილ ჩიტაშვილი, შიო ხეცურიანი (ორივე თსუ), გიორგი შერმადინი (მაკაბი).
თბილავიამშენი – ვითა  79:6514:18, 16:21, 24:9, 25:17თბილავიამშენი: ნიკოლაძე (28 ქ. 4 მ), მინაშვილი (23 ქ. 12 მ. 3 პ), ხოშტარია (12 ქ), ტუღუში (8 ქ. 12 პ. 8 მ).ვითა: მ. ბერიშვილი (16 ქ. 6 მ), გვიმრაძე (12 ქ. 5 მ), ბეჟანიშვილი (11 ქ. 5 მ), მარხვაშვილი (11 ქ. 5 პ. 3 მ), მარკოიშილი (7 ქ).
პირველი ნახევარი ზურაბ ტომარაძის “ვითას” საგრძნობი უპირატესობით წარიმართა და რომ არა ვახტანგ მინაშვილის კარგი გამოსვლა, “თბილავიამშენი” დიდი შესვენებისთვიოს დაფიქსირებულზე გაცილებით დიდი ჰანდიკაპით გავიდოდა. “ვითა” გუნდური თამაშით, კარგი დაცვით და მიხეილ ბერიშვილისა და გიორგი მარკოიშვილის სამქულიანებით სულ წინ იყო, მაგრამ მეორე ტაიმის დაწყებისთანავე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. გიორგი ნიკოლაძემ ზედიზედ 8 ქულა (2 ზუსტი სამიანი) დააგროვა, რასაც ირაკლი ხოშტარიას ორი საშუალო გდება დაერთო და “თბილავიამშენი” ორ წუთში დაწინაურდა. ტომარაძის გუნდმა შემდგომში წინ გასვლა კიდევ რამდენჯერმე მოახერხა, თუმცა მინაშვილმა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მოხსნა გააკეთა შეტევაში, ორი საშუალო სროლა გამოიყენა და თავის გუნდს მიმდინარე ჩემპიონატში “ვითა” მეორედაც დაამარცხებინა. მინაშვილისთვის 23 ქულა ამ სეზონის პირადი რეკორდი იყო, ხოლო “თბილავიამშენის” უკანახაზელმა კოტე ტუღუშმა კი 2007 წლის ბოლო მატჩში სუპერლიგის ამ რეგულარულის კიდევ ერთი აბსოლუტური რეკორდი დაამყარა – მის ანგარიშზე 12 შედეგიანი გადაცემა მოვიდა.
მატჩის სამი ვარსკვლავი – ვახტანგ მინაშვილი, კოტე ტუღუში, გიორგი ნიკოლაძე (სამივე “თბილავიამშენი”).
სატურნირო მდგომარეობა
1. ენერჯი ინვესტი 10:0 20 ქულა2. თსუ 6:4 163. თბილავიამშენი 4:6 144. ვითა 4:6 145. დინამო 3:7 136. მაკაბი 3:7 13
საუკეთესო მოთამაშე – ვახტანგ მინაშვილი (თბილავიამშენი).
სიმბოლური ნაკრები – მიხეილ ჩიტაშვილი (თსუ), კოტე ტუღუში (თბილავიამშენი), ჟულივეტ ტუჯანი (ენერჯი ინვესტი), ვახტანგ მინაშვილი (თბილავიამშენი), გიორგი შერმადინი (მაკაბი).