სუპერლიგა “მაკაბის” ანტირეკორდით და დებიუტანტთა გამარჯვებით დაიწყო

სუპერლიგა. პირველი ტური. სპორტის სასახლე. 19 ოქტომბერიმაქაბი 43:63 შსს12:16 18:8 0:19 13:20
მაქაბი: გ. პატარაია (2), ანთაძე (9), იოსელიანი (10), ლონდარიძე (8), ბიბილური (8); კილაძე, ჯიქია, ჩლაიძე, ელიკაშვილი (1), ივანეიშვილი, სუდაძე (5), მჭედლიშვილიშსს: შ. პატარაია (6), მიქაბერიძე, გოლეთიანი (8), ცხვედიანი (2), აბულაძე (15 ქულა, 16 მოხსნა); კორძაძე, ბ. ნოზაძე (2), ნინუა (12), ფაიქრიძე (10), გურგენიძე (2), ბაქრაძე, ბერია (6)მსაჯები: მაკა კუპატაძე, ხათუნა გაბედავაკომისარი: როლანდ ხომერიკი
თსუ 113:72 დინამო36:14 27:24 25:18 25:16
თსუ: დ. ბერიშვილი (16 ქულა, 11 პასი), ხეცურიანი (17), მარკოიშვილი (19), დ. ბარბაქაძე (14), ყველაშვილი (2); გაფრინდაშვილი (14 ქულა, 7 პასი), გ. ბარბაქაძე (15), შანიძე (6), ახალკაცი (4), დეკანოიძე (6)დინამო: ბაქრაძე (11), სიგუა (6), ლაფანაშვილი (10), ხიზანიშვილი (14), ბოლქვაძე; ნანიტაშვილი (4), სორდია, დოლიძე (2), კორკოტაძე (15), ხანიაშვილი, ქადარაია (8), კობიძე (2)მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, დავით ბერეკაშვილიკომისარი: როლანდ გელოვანი
 
თბილავიამშენი 72:77 ნტდ-თბილისი23:21 27:24 14:12 8:20
ავიამშენი: ი. ბერიშვილი (15), ბერაია (11), ბოისა (9), პირველაშვილი (4), შერმადინი (12); კვიმსაძე (4), ნინიაშვილი (10), ნაცვლიშვილი (7 ქულა, 12 მოხსნა)ნტდ: ჩიტაშვილი (17), ფაშაევი (19), ბარიევი (20), ბახშიევი (5), როდუმტა (2); ნიფთალიევი (7), გლოველი, კეიდია, კოღუაშვილი, სუხიშვილი (7)მსაჯები: დავით ბერეკაშვილი, ზაზა მაჩალაძეკომისარი: მურმან ქურიძე
სუპერლიგის პირველი ტური, რომელიც გასულ პარასკევს რუსთავში დაიწყო, დღეს თბილისის სპორტის სასახლეში გაგრძელდა. გაიმართა სამი შეხვედრა, რომლებზეც თანმიმდევრულად ვისაუბროთ.
თავდაპირველად, 12 საათზე, მოედანზე “მაკაბი” და სუპერლიგის დებიუტანტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი გავიდნენ. ეს კლუბები ჩემპიონატში შედარებით ნაკლებამბიციურნი იქნებიან, რაკი შემადგენლობები არ ჰყავთ საიმისო, რომ მაღალი ადგილებისთვის იბრძოლონ.

ირაკლი ბაქრაძე და დავით იოსელიანი
შსს-ში ორი ისეთი ვეტერანი თამაშობს, რომლებმაც აქტიურ სპორტს კარგა ხნის წინ დაანებეს თავი. შალვა ცხვედიანი და ირაკლი ბაქრაძე 38 წლისანი არიან, თუმცა მათ ძველი დრო გაიხსენეს და გუშინ  ახალგაზრდულ “მაკაბისაც” ბოლომდე ებრძოლნენ.
პირველი მეოთხედი თანაბრად წარიმართა და შსს-მ იმის წყალობით მოიგო, რომ ზუსტად შეასრულა შორი სროლები. გოგი ბერიამ და შოთა პატარაიამ სამქულაინები მიითვალეს და სამინისრტოელებმა საწყისი ათწუთეული 16:12 მოიგეს.

მაკაბელთა ფარს უტევს მანუჩარ ნინუა
მეორე მეოთხედში უკვე “მაკაბიმ” იყოჩაღა, რაც ალბათ უკეთესი ფიზიკური მზადყოფნით იყო გამოწყეული. დავით იოსელიანისა და ზვიად ანთაძის აქტიურობით ჯამლეტ ხუხაშვილის გუნდმა ჩამორჩენა აღმოფხვრა და მეორე მეოთხედი 30:24 მოიგო.
ძნელი სათქმელია, რა მოხდა დიდ შესვენებაზე გუნდების გასახდელებში, რა უთხრეს მწვრთნელებმა მოთამააშეებს, თუმცა მეორე ტაიმიდან მოედანზე ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ის კი არა, ამ მატჩის მესამე მეოთხედი ისტორიაული გამოდგა ქართული კალათბურთისთვის.

ბურთით ბექა გოლეთიანი
 ხსენებულ ათწუთეულში მხოლოდ ერთმა გუნდმა, შშს-მ აგროვა ქულები, “მაკაბი” კი სტატისტის როლში იყო. შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა 19:0 მოიგო მესამე ათწუთეული და ამ მატჩი გამარჯვებულის ვინაობაც გაარკვია. აქამდე არასდროს მომხდარა, რომ ერთ მეოთხედში გუნდს ქულა არ მიეთვალოს და რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს დებიუტანტმა გუნდმა პირველსავე მატჩში “შეამთხვია” მაკაბელებს.
მეორე შეხვედრა ვერ გამოდგა ისეთი საინტერესო, როგორც გულშემატკივარი ელოდა. ზაზა ცაგარეიშვილის დამოძღვრილმა “დინამომ” 10 ოქტომბერს გასრულებულ დუდუ დადიანის მემორიალზე საკმაოდ მებრძოლი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა დღეს დინამოელებმა სუპერლიგის პირველ ტურში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს ვერაფერი დაუპირისპირეს.

თსუ – “დინამო”

სტუდენდებმა დინამოელებს ხელები ააწევინეს
თამაშს აზრი პირველსავე ტაიმში დაეკარგა, როცა სტუდენტების უპირატესობამ 30 ქულას მიაღწია. თსუ გუნდურად თამაშობდა, ერთბაშად 6 კალათბურთელი ასცდა ათქულაინ ზღვარს და საბოლოოდ სტუდენტებმა დიდი სხვაობითაც იმარჯვეს.
პირველი ტურის ცენტრალური მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. თამაშის ხარისხი არ იყო მაღალი და ხარვეზებიც ბლომად შეიმჩნეოდა, მაგრამ გუნდები ფეხდაფეხ მისდევდნენ ერთმანეთს და ბოლო წუთამდე ვერავინ გაიგებდა, თუ ვის დარჩებოდა გამარჯვება. “ავიამშენი” უფრო ფარქვეშა თამაშს ეძალებოდა, “ნტდ-თბილისი” კი შორი სროლებით ცდილობდა ფონს გასვლას. ნუგზარ კანდელაკის გაწვრთნილი და 4 აზერბაიჯანელით გაძლიერებული ენტედე ბოლო მეოთხედის წინ 7 ქულას აგებდა, თუმცა გადამწყვეტ ათწუთეულში ლეგიონერების სამქულიანებით ჩამორჩენა ხომ გააბათილა და ზედ საფინალო წუთის წინ მოსაგებად საკმარისი ფორაც დაიბევა.
თავი გამოიჩინეს აზერბაიჯანელებმა: ზაურ ფაშაევმა და ანარ ბარიევმა, რომლებმაც მთლიანობაში 10 სამქულიანი ჩააგდეს. ლეგიონერებს მხარი აუბა მიხეილ ჩიტაშვილმა, რომელმაც გატამწყვეტ მომენტში სისწრაფე, ქულები და პირველი სუპერლიგური გამარჯვება შემატა “ნტდ-დევონს”.

ნტს–ს ფარისკენ “ავიატორი” ირაკლი ბერიშვილი დაიძრა

“ავიამშენი” – ნტდ

“ავიამშენი” – ნტდ