სუპერლიგა. მეხუთე ტურმა დაძაბულობის გარეშე ჩაიარა

საქართველოს მე-18 ჩემპიონატი. მე-5 ტური. თბილისი, სპორტის სასახლე, 22 ნოემბერიავიამშენი 128:71 მაკაბი 32:10 32:21 33:23 31:17
ავიამშენი: ბერაია (13), ი. ბერიშვილი (10 ქულა, 5 პასი), ნიკოლაძე (18 ქულა, 5 პასი, 5 ჩაჭრა), კვიმსაძე (7ქულა, 7 პასი), მინაშვილი (6), მათიაშვილი (28), ნინიაშვილი (1), ნაცვლიშვილი (6,), პირვლაშვილი (12), შერმადინი (19 ქულა, 9 მოხსნა), ბოისა (8)მაკაბი: კილაძე (7), ახმედიანი (9), ანთაძე (5), ლონდარიძე (15 ქულა, 11 მოხსნა), იოსელიანი (18), ჯანგველაძე (9 ქულა, 10 მოხსნა), ბიბილური (2), ივანეიშვილი (4), სუდაძე (3)მსაჯები: დავით არეშიძე, გურამ მიქელაძეკომისარი: როლანდ გელოვანი
თსუ 107:48 შსს 30:10 34:21 22:6 21:11
თსუ: დ. ბერიშვილი (16), დეკანოიძე (4), გაფრინდაშვილი (1), გ. ბარბაქაძე (9), კოხრეიძე (3), შანიძე (21), მარკოიშვილი (10), ყველაშვილი (6), ხეცურიანი (9), ახალკაცი (6), დ. ბარბაქაძე (22)შსს: ბექაური (3), მიქაბერიძე (5), ბერუაშვილი (3), გურგენიძე (1), ბ. ნოზაძე (4), ნინუა (7), პატარაია, აბულაძე (10), გოლეთიანი (5), ბაქრაძე (4), ფაიქრიძე (6), ქვილითაიამსაჯები: ზაზა მაჩალაძე, ხათუნა გაბედავაკომისარი: მურმან ქურიძე
სპორტის სასახლეში გუშინ მე-5 ტურის ორი დარჩენილი შეხვედრა გაიმართა – ერთ წყვილში “ავიამშენი” “მაკაბის” დაუპირისპირდა, ხოლო მეორეში თსუ შსს-ს შეხვდა.პირველ შეხვედრაში გასული სუპერლიგის ფინალისტმა “აიამშენმა” თავს ლაღი თამაშის უფლება მისცა და ახალგაზრდა “მაკაბისთან” მიმდინარე ჩემპიონატის რეკორდი გამოაცხო – ყველაზე მეტი, 128 ქულა ჩააგდო.

ბრძოლა ჰაერში: შსს–ელი ბექა ნოზაძე  და დავით ბარბაქაძე

ბექა გოლეთიანი
მატჩის სნაიპერი გახდა “ავიატორთა ახალგაზრდა ცენტრი რიჩარდ მათიაშვილი,რომელმაც 28 ქულა ჩააგდო, ზედ 7 მოხსნა და 3 დაფარება მიამატა. საინტერესოა, რომ მან 14 მცდელობიდან მიზანს მხოლოდ 1 ორქულიანი ააცილა.მეორე ტაიმი შეუცვლელად ითამაშა “ავიამშენის” ვეტერანმა კალათბურთელმა ვატო ნაცვლიშვილმა, რომელიც ნელ-ნელა ფორმას კრეფს და თუკი ასე გააგრძელა, ლევან მოსეშვილის გუნდს საიმედო მეფარე ეყოლება პლეი ოფში.“მაკაბიში” კიდევ ერთხელ გამოიკვეთა იმ კალათბურთელთა გვარები, რომლებზეც მწვრთნელი ჯამლეტ ხუხაშვილი იმედებს ამყარებს. დავით იოსელიანმა 18 ქულას 8 მოხსნა მიამატა, ხოლო ილია ლონდარიძემ ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა: 15 ქულა და 11 მოხსნა. გიორგი ჯანგველაძემ კი 10-ჯერ მოხსნა და 9 ქულა ჩააგდო.“მაკაბისთან” გამარჯვების შემდეგ “ავიამშენი” სატურნირო ცხრილში ლიდერებში შევიდა, ხოლო “მაკაბიმ” უკანასკნელი პოზიცია კიდევ უფრო “გაიმყარა”.

თსუ–ს ფარისკენ დაიძრა ლევან მიქაბერიძე

შსს–ს ახალწვეული ნოდარ ბექაური
მეორე შეხვედრაში ქომაგი უფრო თანაბარ ბრძოლას ელოდა, მაგრამ ვარაუდი არ გამართლდა. თსუ-მ პირველივე წუთებიდან მტკიცე დაცვა დააყენა და თავიდანვე 13:0 დაწინაურდა. შსს-ს ვერც ზურაბ ტომარაძის წუთშესვენებამ უშველა, თსუ კი მალე კიდევ უფრო დაწინაურდა – 17:0. შსს-ს კალათბურთელებმა პირველი ბურთი მე-5 წუთზე ჩააგდეს. ეს ვანო აბულაძემ გააკეთა.მრგვალი ანგარიშით დასრულდა პირველი ათწუთეული – 30:10, თსუ-ს სასარგებლოდ. შსს-ს მეორე მეოთხედის დასაწყისშიც გაუჭირდა, თუმცა ანგარიშის გასახსნელად ამჯერად მხოლოდ 2 წუთი დასჭირდა. მესამე პერიოდის დასაწყისში ზურაბ ტომარაძის გუნდი იგივე პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, ამჯერად მშრალმა სერიამ 4 წუთს გასტანა. თავის მხრივ სროლა კარგად მისდიოდათ სტუდენტაბს, რომლებმაც საბოლოოდ 107:48 დაამარცხეს “ძალოვნები”. ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ ეს გამოდგა პირველად გამარჯვება სტუდენტებისთვის, რომლებიც აუტსაიდერებს გაემიჯნენ და სატურნირო ცხრილის შუაში მოექცნენ.მომდევნო ტურის მატჩები დაგეგმილი 23 ნოემბრის ნაცვლად ერთი დღით ადრე, 22-ში გაიმართება.

მაკაბის ფარქვეშ “ავიატორები” იოლად შედიოდნენ

რიჩარდ მათიაშვილმა (#11) მაკაბელებს 14–დან 13 ორქულიანი ჩაუგდო

დავით იოსელიანმა(#10) მაკაბელთაგან ყველაზე მეტი ქულა მიითვალა