სუპერლიგა. ფინალი. I მატჩი

თბილავიამშენმა რუსთავში გაიმარჯვა
ენერჯი ინვესტი – თბილავიამშენი 80:8216:26, 21:25, 19:13, 24:18
ენერჯი ინვესტი: ლეჟავა (20 ქ. 4 მ), გამყრელიძე (19 ქ. 10 პ. 3 ჩ), სტეფანოვი (14 ქ. 12 მ), ბაბიაშვილი (12 ქ. 5 მ).თბილავიამშენი: ტუღუში (25 ქ. 5 პ. 4 მ. 2 ჩ), მინაშვილი (22 ქ. 6 მ), კვიმსაძე (14 ქ. 5 მ. 5 პ).
 
სერია: 0:1
რუსთავში ლევან მოსეშვილმა და მისმა “თბილავიამშენმა” გამარჯვებით დაიწყეს ფინალური სერია და პირველ შეხვედრაში 82:80 დაამარცხეს “ენერჯი ინვესტი”.
პირველი ნახევარი სტუმართა დიდი უპირატესობით წარიმართა და ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში “თბილავიამშენის” უპირატესობა 16 ქულაც კი იყო.
სოლირებდა გუნდის კაპიტანი კოტე ტუღუში, რომელსაც დიდ შესვენებამდე აქტივში 16 ქულა ჰქონდა.
“ენერჯი ინვესტმა” მეორე ტაიმში გამოასწორა თამაშის ხარისხი და ჯერ ანგარიშში სხვაობა შეამცირა, ხოლო მეოთხე 10-წუთეულში კი დაწინაურდა კიდეც.
დისკვალიფიკაციის გამო მასპინძლებს ერთ-ერთი ლიდერი ბესიკ ლეჟავა დააკლდა, მაგრამ მიუხედევადა ამისა დავით უსტიაშვილის გუნდი ინარჩუნებდა მცირე უპირატესობას და 6 ქულით გავიდა წინ.
ბოლოში კი გაიბრწყინა იმავე ტუღუშმა, რომელმაც 2 წუთში 8 ქულა დააგროვა, ხოლო “ენერჯი ინვესტის” ბოლო სროლა კი ზვიად ბაბიაშვილმა ითავა და მცდელობა არაზუსტი გამოუვიდა. შაბოლოოდ, 82:80 “თბილავიამშენის” სასარგებლოდ.