სუპერლიგა. ფლეი ოფი

სუპერლიგა. ფლეი ოფი

ენერჯი ინვესტი ფინალშია
ვითა – ენერჯი ინვესტი 80:11120:26, 20:23, 15:36, 25:26
ვითა: მ. ბერიშვილი (31 ქ. 4 მ), მარკოიშვილი (17 ქ), ნ. ნოზაძე (14 ქ).ენერჯი ინვესტი: გამყრელიძე (19 ქ. 9 მ. 6 პ. 3 ჩ), ბაბიაშვილი (16 ქ. 6 მ. 4 ჩ), სტეფანოვი (16 ქ. 7 მ. 5 პ. 2 დ), გოგობერიშვილი (14 ქ. 4 მ. 3 პ), ჩიტაშვილი (11 ქ. 5 მ. 5 პ).
სერია: 0:3
“ენერჯი ინვესტმა” ფინალში გასასვლელად მატჩების მინიმალური რაოდენობა იკმარა და “ვითას” თბილისშიც საკმაოდ იოლად მოუგო.
რუსთაველებმა გუნდური კალათბურთით აჯობეს მეტოქეს და განსაკუთრებით კარგად მათმა გამთამაშებელმა გიორგი გამყრელიძემ ითამაშა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა, ხოლო კაპიტანმა რამაზ გოგობერიშვილმა კი პირველი სამი სამქულიანი გამოიყენა.
“ვითას” შემადგენლობაში ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა მიხეილ ბერიშვილს, თუმცა მისი 31 ქულა არ გამოდგა საკმარისი საბოლოო გამარჯვებისთვის.
თბილავიამშენი – თსუ 89:8723:15, 21:15, 24:22, 21:35
თბილავიამშენი: მინაშვილი (17 ქ), ნიკოლაძე (16 ქ. 5 მ. 3 პ), ტუღუში (15 ქ. 10 პ. 7 მ. 4 ჩ), ნინიაშვილი (15 ქ. 9 მ), კვიმსაძე (10 ქ. 7 მ), მათიაშვილი (4 ქ. 10 მ).თსუ: კეიდია (19 ქ. 7 მ), ფანჩულიძე (19 ქ. 5 მ), ხეცურიანი (17 ქ. 9 მ. 3 პ).

სერია: 2:1
“თბილავიამშენმა” თავიდანვე დიდი უპირატესობა მოიპოვა და დიდ შესვენებაზეც სოლიდური ჰანდიკაპით გავიდა წინ.
სტუდენტებმა ამჯერადაც ბოლო მეოთხედში ითამაშეს თავიანთა საუკეთესო კალათბურთი და 22 ქულით ჩამორჩენის შემდეგ, ბოლო წუთზე სხვაობა 2 ქულამდეც დაიყვანეს, თუმცა მატჩის გადასარჩენად დრო აღარ ეყოთ.
ისევე, როგორც მეორე მატჩში, ამჯერადაც ორმაგი დუბლით დაასრულა მატჩი ლევან მოსეშვილის გუნდის კაპიტანმა კოტე ტუღუშმა, ხოლო თორნიკე ნინიაშვილს კი დაბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა.