სუპერლიგა. XV ტური

ცენტრალური შეხვედრა ენერჯი ინვესტმა მოიგო
თბილავიამშენი – ენერჯი ინვესტი 71:7718:39, 20:11, 24:9, 9:18თბილავიამშენი: ნიკოლაძე (25 ქ. 5 პ), ტუღუში (14 ქ. 5 პ. 4 მ. 3 ჩ), ხოშტარია (12 ქ), მათიაშვილი (9 ქ. 7 მ. 4 დ. 2 პ. 1 ჩ), იმნაძე (9 ქ. 7 მ. 3 პ. 2 ჩ).ენერჯი ინვესტი: ლეჟავა (16 ქ. 7 პ. 2 ჩ), ბოისა (14 ქ. 12 მ. 4 პ. 1 ჩ), ჩიტაშვილი (14 ქ. 8 პ. 1 ჩ), ბაბიაშვილი (12 ქ. 3 მ), სტეფანოვი (10 ქ. 9 მ. 2 პ. 2 ჩ. 1 დ).

რუსთაველებმა ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარეს პირველი მეოთხედი და მეტოქეს სროლების 75 პროცენტი ჩაუგდეს, რის მერეც და ბოლო მეოთხედამდე, მოედანზე სიტუაციას მთლიანად “თბილავიამშენი” აკონტროლებდა. ბოლო მეოთხედში დავით უსტიაშვილის შეგირდებმა მოწინააღმდეგეს მხოლოდ 9 ქულა დააგროვებინეს და საბოლოოდ, პრინციპულ მატჩში გამარჯვებას მიაღწიეს.“ენერჯი ინვესტის” რიგებში სეზონში თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა ანატოლი ბოისამ, რომელმაც დაცვაში ჩვეულად იაქტიურა და ორმაგი დუბლიც გააკეთა. ლევან მოსეშვილის გუნდმა საბოლოოდ, 22 შეცდომა დაუშვა, ხოლო ცენტრმა რიჩარდ მათიაშვილმა 8 შეცდომა დაუშვა.
ვითა – თსუ 81:9127:25, 17:36, 9:22, 28:8ვითა: გვიმრაძე (16 ქ. 3 მ. 2 ჩ), ბერძენიშვილი (14 ქ. 3 მ), ბეჟანიშვილი (10 ქ. 6 მ), მარკოიშვილი (9 ქ. 7 მ), წივწივაძე (9 ქ. 8 პ. 6 მ).თსუ: დ. ბარბაქაძე (28 ქ. 9 მ. 7 პ. 2 ჩ. 1 დ), დ. ბერიშვილი (17 ქ. 5 პ. 4 ჩ), ხეცურიანი (15 ქ. 4 პ. 4 ჩ. 3 მ), კეიდია (7 ქ).
“ვითა” ბოლო მეოთხედის წინ 30 ქულას აგებდა და მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ, მაინც წააგო, ზურაბ ტომარაძის შეგირდებმა უკანასკნელი მეოთხედი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარეს, თუმცა თსუ-ს მანამდე მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება მაინც არ გაუჭირდა.სტუდენტთა რიგებში სეზონში თავისი საუკეთესო შეხვედრა ფორვარდმა დავით ბარბაქაძემ ჩაატარა, რომელმაც ბოლო მეოთხედამდე 7 სამქულიანიდან 6 გამოიყენა, საბოლოოდ კი სამმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა. ასევე აქტიური გახლდათ გუნდის კაპიტანი შიო ხეცურიანიც, ვისაც დაცვაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ჩაჭრა ჰქონდა.
დინამო – მაკაბი 77:7523:20, 11:29, 22:12, 21:14დინამო: ჟღენტი (29 ქ. 3 მ. 3 ჩ), გულისაბედაშვილი (16 ქ. 4 მ. 4 პ), ახალკაცი (14 ქ. 13 მ), ათანელაშვილი (8 ქ. 9 მ. 2 ჩ).მაკაბი: გ. შერმადინი (26 ქ. 19 მ), ი. ბერიშვილი (21 ქ. 3 პ), კოღუაშვილი (8 ქ. 10 მ. 4 პ. 2 ჩ), კორკოტაძე (8 ქ).
“მაკაბის” ლიდერმა გიორგი შერმადინმა ამჯერადაც ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა შეხვედრა, თუმცა ბოლოს მეხუთე პერსონალური შენიშვნა მიიღო და ულიდეროდ დარჩენილმა გუნდმა “დინამოს” შეტევების შეჩერება ვეღარ მოახერხა.
სატურნირო მდგომარეობა
1. ენერჯი ინვესტი 13:2 28 ქულა2. თსუ 10:5 253. თბილავიამშენი 7:8 224. დინამო 6:9 215. ვითა 5:10 196. მაკაბი 4:11 18
საუკეთესო მოთამაშე – ანატოლი ბოისა (ენერჯი ინვესტი): 35 წუთი, 14 ქულა, 12 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა, 4 პერსონალური შენიშვნა, 2 შეცდომა.
სიმბოლური ხუთეული: არჩილ ჟღენტი (დინამო), დავით ბერიშვილი (თსუ), ანატოლი ბოისა (ენერჯი ინვესტი), დავით ბარბაქაძე (თსუ), გიორგი შერმადინი (მაკაბი).