სუპერლიგა. XVI ტური

სუპერლიგა. XVI ტური

ვითამ რუსთავში ენერჯი ინვესტი დაამარცხა
ენერჯი ინვესტი – ვითა  67:7915:27, 15:18, 21:19, 16:15ენერჯი ინვესტი: ჩიტაშვილი (14 ქ. 5 პ. 3 მ), სტეფანოვი (12 ქ. 11 მ. 3 პ. 2 ჩ. 1 დ), ა. ბოისა (12 ქ. 8 მ. 4 პ), ტუჯანი (9 ქ. 6 მ. 2 ჩ).ვითა: მარხვაშვილი (25 ქ. 5 პ. 2 ჩ), გვიმრაძე (20 ქ. 12 მ. 4 პ), წივწივაძე (11 ქ. 8 მ. 6 პ. 3 ჩ), ბეჟანიშვილი (8 ქ. 8 მ. 3 პ).
“ვითამ” სენსაცია მოახდინა და რუსთავში, სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერი, “ენერჯი ინვესტი” ორი ლიდერის, გიორგი მარკოიშვილისა და დავით ბერძენიშვილის გარეშეც დაამარცხა.
პირველივე მეოთხედიდან სტუმრებმა უპირატესობა მოიპოვეს და დავით გვიმრაძის არაჩვეულებრივი თამაშით სწრაფადვე დაწინაურდნენ. გვიმრაძემ პირველ მეოთხედში ოთხივე სამქულიანი გამოიყენა და მის ანგარიშზე 16 ქულა იყო.

აგრესიულად ითამაშა საბოლოოდ, ტურის საუკეთესოდ აღიარებულმა გიორგი მარხვაშვილმა, რომელმაც 14 საჯარიმოდან 11 ზუსტად შეასრულა და მასპინძელთა უკანახაზელებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
მასპინძლებს კი არ წაუვიდათ შორეული ტყორცნები – 34 სამქულიანიდან “ენერჯი ინვესტმა” მხოლოდ 6 გამოიყენა (17 პროცენტი) და მატჩი ლიდერმა 16 შეცდომით დაასრულა.
საბოლოოდ, 79:67 ზურაბ ტომარაძის გუნდის სასარგებლოდ, რომელმაც საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ფლეი ოფში გასასვლელად კიდევ უფრო დაძაბა ვითარება სატურნირო ცხრილში.
სატურნირო მდგომარეობა
1. ენერჯი ინვესტი 13:3 29 ქულა2. თსუ 10:6 263. თბილავიამშენი 8:8 244. დინამო 7:9 235. ვითა 6:10 226. მაკაბი 4:12 20
XVI ტურის საუკეთესო მოთამაშე – გიორგი მარხვაშვილი (ვითა): 38 წუთი, 25 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა, 1 მოხსნა, 4 შეცდომა, 2 პერსონალური შენიშვნა.
საუკეთესო ხუთეული: გიორგი მარხვაშვილი (ვითა), კოტე ტუღუში (თბილავიამშენი), დავით გვიმრაძე (ვითა), ვიქტორ სანიკიძე (დინამო), გიორგი შერმადინი (მაკაბი).