სუპერლიგა. XVI ტური

დინამომ თსუ დაამარცხაგიორგი შერმადინის სარეკორდო 41 ქულა
თბილავიამშენი – მაკაბი 104:85
28:24, 24:20, 30:17, 22:24თბილავიამშენი: ნიკოლაძე (26 ქ. 4 მ. 4 პ. 3 ჩ), ნინიაშვილი (25 ქ. 9 მ. 2 ჩ), ტუღუში (20 ქ. 13 პ. 4 მ. 3 ჩ), ბერაია (11 ქ. 2 მ), მინაშვილი (10 ქ), იმნაძე (7 ქ).მაკაბი: გ. შერმადინი (41 ქ. 20 მ. 7 პ), კორკოტაძე (15 ქ. 4 მ. 2 პ), ს. შერმადინი (12 ქ. 6 მ).
“თბილავიამშენმა” ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა “მაკაბის” და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
პირველ მეოთხედში გამარჯვებული გუნდის ცენტრი დავით იმნაძე 8 წუთში 5 პერსონალურით გავარდა, მაგრამ ძალიან კარგად დაიწყო შეხვედრა თორნიკე ნინიაშვილმა, რომლის ანგარიშზეც პირველ მეოთხედში 16 ქულა იყო.
როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ერთ-ერთი გამორჩეული იყო კოტე ტუღუში, რომელსაც მხოლოდ ორი შედეგიანი გადაცემა დააკლდა მის მიერვე ცოტა ხნის წინ დამყარებულ რეკორდამდე.

რაც შეეხება გიორგი შერმადინს, მან 41 ქულით სუპერლიგის მიმდინარე რეგულარულის რეკორდი დაამყარა და თანაგუნდელებს ოდნავ უკეთ რომ შეესრულებინათ სროლები, შეხვედრა სამმაგი დუბლითაც დაასრულებდა.
თსუ – დინამო 84:92
20:23, 15:26, 25:12, 24:31თსუ: დ. ბარბაქაძე (22 ქ. 12 მ. 3 ჩ. 2 დ), ხეცურიანი (16 ქ. 5 პ. 3 მ. 2 ჩ), ტყეშელაშვილი (12 ქ. 5 მ), ფანჩულიძე (11 ქ. 6 პ. 3 ჩ. 2 მ), დ. ბერიშვილი (11 ქ. 5 პ).დინამო: ჟღენტი (23 ქ. 3 პ. 2 ჩ), ახალკაცი (16 ქ. 6 მ. 3 ჩ. 2 პ), სანიკიძე (15 ქ. 14 მ. 4 დ. 2 პ. 2 ჩ), გულისაბედაშვილი (15 ქ. 5 ჩ. 4 მ. 2 პ), ლაფანაშვილი (9 ქ. 8 მ. 8 პ).
ზაზა ცაგარეიშვილის გუნდმა მცირე სენსაცია დააფიქსირა და შესანიშნავ ფორმაში მყოფ თსუ-ს მოუგო.
“დინამოს” რიგებში არჩილ ჟღენტმა პირველ მეოთხედში 12 ქულა დააგროვა, ხოლო საბოლოოდ კი 23 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მონაწილე გახდა.
ძალიან კარგად ითამაშა დაცვაში “სან ანტონიო სპურსის” მიერ დრაფტზე არჩეულმა ვიქტორ სანიკიძემ, რომელმაც 34 წუთში 14 მოხსნა დააგროვა და ბოლო მეოთხედში ორი მნიშვნელოვანი სამიაიც გამოიყენა.
თსუ-ს რიგებში კი უკვე მეოთხედ ამ სეზონში გადალახა 20-ქულიანი ზღვარი დავით ბარბაქაძემ, თუმცა მისი და შიო ხეცურიანის კარგი თამაში საბოლოო გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა.
სატურნირო მდგომარეობა
1. ენერჯი ინვესტი 13:2 28 ქულა2. თსუ 10:6 263. თბილავიამშენი 8:8 244. დინამო 7:9 235. ვითა 5:10 206. მაკაბი 4:12 20
ხვალ: ენერჯი ინვესტი – ვითა (რუსთავში) – 15:00 საათი.