სუპერლიგა. XX ტური

სუპერლიგა. XX ტური

ენერჯი ინვესტმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
ენერჯი ინვესტი – თბილავიამშენი 117:9427:18, 30:21, 24:21, 36:34
ენერჯი ინვესტი: ლეჟავა (23 ქ. 3 პ), გამყრელიძე (21 ქ. 9 პ. 4 მ. 3 ჩ), სტეფანოვი (15 ქ. 13 მ. 3 პ), გოგობერიშვილი (13 ქ. 4 პ. 4 მ. 3 ჩ).თბილავიამშენი: ტუღუში (23 ქ. 5 პ. 4 მ), ნიკოლაძე (21 ქ), კვიმსაძე (13 ქ. 4 მ. 2 პ), ხოშტარია (12 ქ. 3 ჩ).
ტური რუსთავში საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრით დაიწყო, რომელიც საბოლოოდ, დავით უსტიაშვილის გუნდის გამარჯევბით დასრულდა.
ძალიან კარგად ითამაშა გამოჯანმრთელებულმა გიორგი გამყრელიძემ, რომელმაც პირველ ნახევარში თამაშიდან ოთხივე სროლა გამოიყენა და საბოლოოდ, ორმაგ დუბლამდე ერთადერთი პასი დააკლდა.
რუსთაველტა ვეტერანმა უკანახაზელმა რამაზ გოგობერიშვილმა შეხვედრა ასპროცენტიანი მაჩვენებლით დაასრულა – ერთადერთი ორიანი, სამივე სამიანი და ორივე საჯარიმო სროლა გამოიყენა და შეხვედრა შეცდომნის გარეშე ჩაამთავრა.
რაც შეეხება “თბილავიამშენს”, გუნდმა სუპერლიგის ყველა დროის ანტირეკორდი დაამყარა – ლევან მოსეშვილის გუნდმა 43 საჯარიმო ტყორცნიდან 21 გააფუჭა.
დინამო – მაკაბი 91:7924:10, 21:18, 23:21, 23:30
დინამო: სანიკიძე (26 ქ. 15 მ. 7 პ. 3 ჩ), ათანელიშვილი (16 ქ), ლაფანაშვილი (!2 ქ. 3 პ), ახალკაცი (10 ქ), ჟღენტი (9 ქ. 6 მ. 4 პ).მაკაბი: გ. შერმადინი (37 ქ. 19 მ. 5 პ. 3 დ), კორკოტაძე (15 ქ. 6 მ), ი. ბერიშვილი (11 ქ. 4 პ), ს. შერმადინი (7 ქ. 9 მ. 2 დ).
პირველ ნახევარში ზაზა ცაგარეიშვილის “დინამომ” სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და შემდგომში აღარ გასჭირვებია მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა.
სეზონში თავისი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა ვიქტორ სანიკიძემ, რომელმაც ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტულიც მოიპოვა.
როგორც ყოველთვის, კვლავ გაიბრწყინა გიორგი შერმადინმა, რომელმაც ამჯერადაც 30 ქულასა და 15 მოხსნაზე მეტი დააგროვა, თუმცა “მაკაბი” მაინც დამარცხდა.
თსუ – ვითა 77:8712:17, 24:21, 22:25, 19:24
თსუ: ფანჩულიძე (25 ქ), კეიდია (17 ქ. 11 მ), ბარბაქაძე (11 ქ. 5 მ. 3 პ. 3 ჩ. 3 დ).ვითა: მ. ბერიშვილი (21 ქ. 3 პ), მარხვაშვილი (18 ქ. 7 პ), გვიმრაძე (12 ქ. 7 მ. 5 პ. 2 დ), ბერძენიშვილი (11 ქ. 6 მ).

შესანიშნავ ფორმაში მყოფმა “ვითამ” მორიგი გამარჯვება მოიპოვა და მესამე ადგილზე მყოფ “თბილავიამშენთან” ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა.
თსუ-ს რიგებში პირველი ხუთი სამქულიანი გამოიყენა მიხეილ ფანჩულიძემ, თუმცა, მას შემდეგ რაც ხუთი ფოლით მოედანი დავით ბარბაქაძემ დატოვა, ზურაბ ტომარაძის შეგირდებმა წინ გასვლა შეძლეს და მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულეს.
სატურნირო მდგომარეობა
1. ენერჯი ინვესტი 20 17:3 372. თსუ 12:8 323. თბილავიამშენი 10:10 304. ვითა 9:11 295. დინამო 8:12 286. მაკაბი 4:16 24
საუკეთესო მოთამაშე – ვიქტორ სანიკიძე (დინამო): 29 წუთი, 26 ქულა, 15 მოხსნა 7 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა, 2 დაფარება, 1 შეცდომა, 1 ფოლი.
საუკეთესო ხუთეული: გიორგი გამყრელიძე (ენერჯი ინვესტი), რამაზ გოგობერიშვილი (ენერჯი ინვესტი), მიხეილ ბერიშვილი (ვითა), ვიქტორ სანიკიძე (დინამო), გიორგი შერმადინი (მაკაბი).