სუპერლიგის განცხადება

მომავალ შაბათს სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტური გაიმართება. არის შანსი, რომ ორმა და მეტმა გუნდმა ქულების თანაბარი რაოდენობა დააგროვოს. გთავაზობთ დებულების იმ მუხლს, სადაც სწორედ ამ შემთხვევებზეა საუბარი:
 
იმ შემთხვევაში თუკი რეგულარული ჩემპიონატის დამთვარების შემდეგ ორი ან მეტი  გუნდი დააგროვებს ქულების თანაბარ რაოდენობას, მაშინ მხედველობაში მიიღება:
1)  ურთიერთშეხვედრებში მოგებების და წაგებების რაოდენობა
2) თუ ურთიერთშხვედრებში მოგებებისა და წაგებების რაოდენობა თანაბარია, უპირატესობა მიენიჭება იმ გუნდს, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში  ჩაგდებული და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა  აქვს
3) თუ ეს  მაჩვენებელიც თანაბარია, უპირატესობა ენიჭება იმ გუნდს, რომელსაც ყველა ჩატარებულ თამაშში მიღებული და გაშვებული ბურთების უკეთესი სხვაობა  აქვს.