სუპერლიგის ხელმძღვანელობამ პრესკონფერენცია გამართა

სუპერლიგის ხელმძღვანელობამ პრესკონფერენცია გამართა

დღეს სპორტის სამინისტროსა და ახალგაზრდობის საქმეთა
სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში სუპერლიგის ხელმძღვალეობასმ პრესკონფერენცია
გამართა, სადაც მონაწილეობა სუპერლიგაში მოსაპიარეზე გუნდები მწვრთნელებმა და წარმომადგენლებმა
მიიღეს.

პრესკონფერენციაზე ისაუბრეს მეორე წრესთან დაკავშირებულ ყველა სიახლეზე და
გამართეს სუპერლიგის განახლებული ვებ-გვერდის პრეზენტაცია.
სუპერლიგის აღმასრულებელი გიორგი ზაბახიძე:
 თბილისის სპორტის სასახლეში გამართული ყოველი
მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენცია გაიმართება, რომელზეც უზრუნველყოფილი იქნება გუნდების
მწვრთნელებისა და მოთამაშეების დასწრება. პრესკონფერენციაზე მონაწილე მწვრთნელები და
მოთამაშეები  უპასუხებენ ჟურნალისტების შეკითხებს.
მეორე წრის დაწყებასთან ერთად შეიცვალა საიტის მთავარი გვერდის დიზაინი, სტრუქტურა
და დაემატა ახალი განყოფილებები. სუპერლიგის მთავარ გვერდზე ცენტრალური თამაშის განყოფილებას
დაემატა ურთიერთშეხვედრების გვერდი, სადაც მომხმარებელი ბოლო სამი წილის მანძილზე ყველა
ჩატარებული მატჩების ურთიერთშეხვედრების შედეგებს მარტივად მოიპოვებს. ვინაიდან ჩვენი
სურვილია, იაქტიუროს საიტის მომხმარებელმა და გულშემატკივარმა, განვაახლეთ გამოკითხვების
გვერდი, რითაც ვებ-გვერდის მომხმარებელს საშუალება  კიდევ უფრო ჩაერთოს გამოკითხვებში და საკუთარი აზრი
დააფიქსიროს. შეიქმნა ვიდეო პორტალი, სადაც აფხაზეთის ხმის ეთერში გადმოცემული ყველა
მატჩის ვიდეო განთავსდება. სამომავლოდ, ვიდეოპორტალზე ასევე ვგეგმავთ მატჩისშემდგომი
პრესკონფერენციებისა და კომენტარების განთავსებასაც. ვინაიდან სუპერლიგაში მომრავლდნენ
ლეგიონერები და უცხოელი მწვრთნელები, საიტი ინგლისურ ენაზეც იფუნქციონირებს. მნიშვნელოვანია
საერთო მონაცემთა ბაზის შექმნა, რომლის საშუალებით 16,18 და 20 წლამდელთა ასაკობრივ
ლიგებში მოასპარეზე მოთამაშეებს პირადი სტატისტიკა სუპერლიგაშიც გადაჰყვებათ. მომხმარებელს
კი მიეცემა მოთამაშის შეაფასება არა მხოლოდ უმაღლესი ლიგის სტატიტიკის, არამედ კონკრეტული
ასაკობრივი ჩემპიონატის სტატისტიკის მიხედვითაც. აღსანისნავია, ახალი ტიპის გალერეა,
სადაც არსებული ფოტომასალა განლაგდება ვებ-გევრდის მომხმარებლის ინტერესების გათავლისწინებით.
ვებ-გვერდი  მთლიანად იქნება დაკავშირებული
სოციელურ ქსელებზე. დაიხვეწა მოთამაშეების პროფაილებიც, სადაც პირად მონაცემებს სუპერლიგის
ფოტოგალერიის კონკრეტული მოთამაშის ფოტომასალაც დაემატება. რაც შეეხება მეორე წრეს,
გუნდები კიდევ უფრო ძლიერდებიან  და წინ უამრავი
საინტერესო მატჩი გველის. იმედია, გულშემატკივარი კიდევ უფრო მომრავლდება, რომელიც
თავის რჩეულს გუნდს აქტიურად დაუჭერს მხარს.