გუშინ ბათუმში დაწყებული სუპერლიგის მე-20 ტური დღეს ქუთაისში გაგრძელდა. იმერეთის დედაქალაქს ქვემოქართლური “რუსთავი” ეწვია და ეს გახლდათ მესამე წრის ცენტრალური მოვლენა. მიმდინარე სუპერლიგის ლიდერმა “ქუთაისმა” მეორე ადგილზე მყოფ “რუსთავს” უმასპინძლა და 8 ქულის სხვაობით – 76:68 დაამარცხა.
როგორც ხედავთ, საბოლოოდ დიდი სხვაობა არ დაფიქსირებულა, თუმცა მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყდა. თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ მასპინძლები სრულ უპირატესობას დაეუფლნენ და მეორე მეოთხედის 26:13, ხოლო მესამესი – 22:12 მოგების შემდეგ 24 ქულით დაწინაურდნენ.
დარჩენილ 10-წუთეულში რუსთაველებმა მაქსიმალურად მოინდომეს, თუმცა მხოლოდ ღირსეული სხვაობით დამარცხება მოახერხეს. დასკვნითი პერიოდი სტუმრებმა 25:9 მოიგეს და საბოლოოდ შეხვედრა მხოლოდ 8 ქულით დათმეს. ქუთაისელთაგან 20 ქულით გიორგი ბარბაქაძე გამოირჩა. 17 ქულა დააგროვა ჯონათან ლიმ, ხოლო დეჟუან რაიტმა შეხვერა 11 ქულით დაასრულა. “რუსთავში” 23 ქულით საუკეთესო იყო ადამ ბლეიზეკი, ხოლო ერეკლე ლორთქიფანიძემ 6 წუთში 14 ქულა დააგროვა.
მე-20 ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა ხვალ, 3 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
ქუთაისი – რუსთავი
სტატისტიკა: 76:68