სუპერლიგის მატჩები ადრე გაიმართება

საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის გაკეთებული კორექციის შედეგად, სუპერლიგის შეხვედრები მანამდე გათვალისწინებული რეგლამენტით მითითებულ დროზე 15 წუთით ადრე დაიწყება. თბილისში გასამართი შეხვედრები შესაბამისად, 13:15-ზე, 15:15-სა (ცენტრალური მატჩი) და 17:15 საათზე დაიწყება.